Sunday, September 15, 2013

კავკასია
კავკასიის რეგიონი მდებარეობს შავ და კასპიის ზღვებს შორის.ჩრდილოეთით ესაზღვრება ყუმა– მანიჩის ღრმული , სამხრეთით საზღვარი ემთხვევა საქართველოს, სომხეთისდა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს თურქეთთან და ირანთან. კავკასიის ფართობი 440 ათასი კმ2.მოიცავს ამიერკავკასიას ( საქ. სომხ. აზერბ.) და იმიერკავკასიას ( რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკებს და მხარეებს: კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეები, ყარაჩაი–ჩერქეზეთი, ადიღე, ყაბარდო–ბალყარეთი , ჩრდ. ოსეთი , ინგუშეთი ,ჩეჩნეთი, და დაღესტნის რესპ.)
ფიზ. გეოგრაფიულად იყოფა შემდეგ ერთეულებად:
1)ჩრდ. კავკასია 2) კავკასიონი 3)ჩრდ.შავიზღვისპირეთი 4)კოლხეთი 5)აღმ. ამიერკავკასია 6) მცირე კავკასიონი 7) ჯავახეთ –სომხეთისა და 8)ჰირკანის ფიზ.გეოგრ. ოლქები
საქართველო
საქართველო გეოგრაფიულად მდებარეობს ევრაზიის კონტინენტზე, ევროპასა და აზიას შორის მოქცეულ იმ უძველეს სატრანსპორტო მაგისტრალზე რომელსაც “კავკასიის ყელს” უწოდებენ.
ფიზ. გეოგრაფიულად მდებარეობს ალპურ –ჰიმალაური დანაოჭების ქვეყანათა ცენტრში. დიდი და მცირე კავკასიონის სახით წარმოდგენილია ალპურ–ჰიმალაური დანაოჭების შიდა და გარე ზოლი.
მდებარეობს ჩრდ. განედის41 და 43 , და აღმ. გრძედის 40–46გრადუსებს შორის. მერიდიანის გასწვრივ 275კმ–ზეა გადაჭიმული , ხოლო პარალელის გასწვრივ 500 კმ.ზე.
გეოგრაფიული ცენტრი –სურამის გადასასვლელთან .
ფართობი 69700 კმ2. სანაპირო ხაზის სიგრძე 1970კმ.მათ შორის სახმელეთო– 1660, საზღვაო –310კმ.
პირდაპირი მანძილი თბილისიდან შავ ზღვამდე 260 კმ.აღმ. საზღვრამდე–110 კმ. ჩრდ. საზღვრამდე
110კმ. სამხრ. საზღვრ.–55 კმ.
უკიდურესი წერტილები:დას. წერტილი –დაბა ლესელიძე, აღმ. –მდინარე აგრიჩაისა და ალაზნის შეერთების ადგილას, სამხ. ელდარის ველის სამხრეთით ( მთა ოკუზდაღი) ჩრდ.– სოფელი აიბგა (მნდინარე ფსოუს ნაპირზე. აფხაზეთში)
უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნები
1) რუსეთის ფედერაცია ––815 კმ.( კრასნოდარის მხარე, ყარაჩაი–ჩერქეზეთი, ყაბარდო– ბალყარეთი , ჩრდ.ოსეთი , ინგუშეთტი, ჩეჩნეთი და დაღესტანი.)
2) აზერბაიჯანი (აღმოსავლეთით და სამხ/აღმოსავლეთით460კმ)
3) სომხეთი ( სამხრეთით–197კმ.)
4) თურქეთი( სამხრეთით– 248 კმ– ზე)
უშუალოდ არამოსაზღვრე–მეზობელი ქვეყნები :უკრაინა, რუმინეთი ბულგარეთი სირია, ერაყი, ირანი, თურქმენეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი.
მოსახლეობის მიხედვით საქართველო 117 ე ადგილზეა მსოფლიოში ხოლო ევროპაში ფართობის და მოს, მიხედვით 25–ე ადგილზე.

კავკასია და საქართველო

წყარო:http://www.geographic.ge

No comments:

Post a Comment