თეორიამ ადამიანის მაიმუნისაგან წარმოშობის შესახებ მარცხი განიცადა. გათხრებისას იპოვეს რაღაც გაურკვეველი არსების თავის ქალის ნაწილი, რისგანაც შეადგინეს „პითენკანტროპის“, ვითომცდა უძველესი ადამიანის, მოდელი, რომელიც წააგავდა მაიმუნს. ეს მოდელები მერე გამოფინეს მუზეუმში. მაგრამ დაჯერება იმისა, რომ ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიშვა მხოლოდ მცირეწლოვან ბავშვს თუ შეუძლია.ადამიანისა და მაიმუნის სისხლის შემადგენლობისა და თავის ტვინის წონის მსგავსება არაფერს ამტკიცებს. ფიზიოლოგიური შემადგენლობით ისინი მართლაც ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ სხვა ყველაფერში ისინი განსხვავდებიან. ადამიანს აქვს გონება და უკვდავი სული, რაც ღმერთმა არ მისცა არც ერთ ცხოველს. ადამიანს აქვს მეტყველების უნარი, შეუძლია ლაპარაკი, ცხოველები კი ვერ მეტყველებენ. ვერც ერთმა მომთვინიერებელმა და მწვრთნელმა ვერ შესძლო აელაპარაკებინა ცხოველები. ისტორიაში ასეთი შემთხვევა ერთხელ მოხდა და ისიც ბიბლიაშია დასახელებული. ლაპარაკია ვალაამის ვირზე, რომელიც ღვთის ნებისაებრ, ადამიანივით დაელაპარაკა ვალაამს და შეაჩერა, რომ არ წასულიყო ისრაელთა დასაწყევლად.მტკიცება იმისა, რომ ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიშვა, ცოტა არ იყოს საშიშიცაა. თუ ასე გულუბრყვილოდ მივუდგებით ამ საკითხს, მაშინ ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ რახან ყველა ადამიანის ჩასახვა და ზრდა ერთნაირად მიმდინარეობს, ყველაც ერთნაირი უნდა იყოს. მაგრამ ჭეშმარიტება ღაღადებს, რომ ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამას ისიც მოწმობს, რომ მთელ მსოფლიოში ვერ ნახავთ თითის ერთნაირ ანაბეჭდს. ადამიანი მთელი თავისი არსებობის მანძილზე სულ ცდილობს გაერკვეს თავისი წარმოშობისა და განვითარების ისტორიაში, მაგრამ ამაოდ! ყველა მეცნიერულ და გააზრებულ მტკიცებას საბოლოოდ ისევ შემოქმედისკენ მივყავართ. იგი ყოველთვის გვანცვიფრებს თავისი სიბრძნითა და შესაძლებლობებით.
Friday, August 2, 2013
თეორია ადამიანის მაიმუნისაგან წარმოშობის შესახებ

Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment