Sunday, September 15, 2013

1. ტროპიკი ეწოდება:
ა. 66,5 გრადუსიან პარალელს
ბ. 23,8 გრადუსიან პარალელს
გ. მზის ზენიტური მდებარეობის საზღვარს
დ. ეკვატორის პერპენდიკულარულად გავლებულ წრეხაზს.
2. შეარჩიეთ ის განმარტება რომელიც სამართლიანია ეკვატორისთვის;
ა. იგი წარმოადგენს თარიღთა შეცვლის ხაზს,
ბ. მისი სიგრძე ნებისმიერი მერიდიანის სიგრძის ნახევრის ტოლია.
გ. ყველაზე გრძელი პარალელია
დ, არცერთი პასუხი არაა სწორი,
3. რა ეწოდება რუკას რომლის მასშტაბია 1: 10 000?
ა. წვრილმასშტაბიანი
ბ. მსხვილმასშტაბიანი
გ. საშუალომასშტაბიანი
დ.ტოპოგრაფიული
4.რომელი არ არის გეოგრაფიული გარსი?
ა.ტროპოსფერო ბ.ლითოსფერო. გ.ჰიდროსფერო დ. ატმოსფერო?
5. რას რას ნიშნავს ტერმინი არიდული?
ა.ტენიანს ბ, მშრალს გ. ცხელს დ. ზომიერად მშრალს
6. რომელია საზოგადიებრივი გეოგრაფიის შემსწავლელი დისციპლინა?
ა.გეოლოგია ბ. ქვეყანათმცოდნეობა გ. მოსახლეობის გეოგრაფია
დ.ლანდშაფტმცოდნეობა
7. რომელი ბუნებრივი ზონისთვის არის დამახასიათებელი მცენარეების ძირითადი სახეობები :- მღიერები და ხავსები.?
ა. ტყეტუნდრაში ბ. ტაიგაში გ. ტყესტეპში დ.ტუნდრაში
8.რომელი ბუნებრივი ზონა არ გვხვდება ზომიერ კლიმატურ სარტყელში?
ა. სავანები ბ. ტაიგა გ. ტყესტეპი დ. სიმაღლებრივი სარტყლები
9. რომელია მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახევარკუნძული?
ა. კალიმანტანი ბ.გრენლანდია გ.არაბეთის დ. ლაბრადორის
10. რამდენი ძირითადი კლიმატური სარტყელია დედამიწაზე?
ა. .5       ბ.6        გ.7        დ.13
სწორი პასუხები:
1    –  გ           2 –      გ       3  –ბ            4    –   ა
5–    ბ            6   –გ            7–დ             8  – ა
9  –გ             10–გ
(ვარიანტი პირველი)მოსწავლე-
ინსტრუქცია
(თითოეულ კითხვაზე მოცემულია ოთხი პასუხი, მათგან მხოლოდ ერთია სწორი. ტესტში უნდა აირჩიო ერთი მათგანი და საკონტროლო ფურცელზე გადაიტანო სწორი პასუხის შესაბამისი ციფრი და ასო. თითოეული დავალება ფასდება 1 ქულით)
1 რა ეწოდება კლიმატურ რუკას?
ა. ზოგადგეოგრაფიული. ბ.თემატური გ. საველე დ.სასწავლო
2 . რომელი ნიშანი არ არის დამახასიათებელი მერიდიანისათვის ?
ა. ყველა მერიდიანი იკრიბება დადამიწის მაგნიტურ პოლუსებთან
.ბ. ყველა მერიდიანის სიგრძე ერთმანეთის ტოლია
გ. ყველა მერიდიანის ერთგრადუსიანი რკალის სიგრძე ტოლია
დ.ყველა მერიდიანი ეკვატორს მერთი კუთხით გადაკვეთს.
3. რა ეწოდება რუკას საომლის მასშტაბია 1: 1000000 თან?
ა.წვრილმასშტაბიანი ბ.მსხვილმასშტაბიანი გ. საშუალომასშტაბიანი
დ. ტოპოგრაფიული?
4 . რომელი არ არის გეოგრაფიული გარსისთვის დამახასიათებელი კანონზომიერება?
ა.ზონალურობა ბ. ნივთიერებათა ცვლა გ.ნალექების ცვლა
დ. მთლიანობა
5. სემიარიდული ჰავა ნიშნავს:
ა. ნახევრადტენიანს ბ.ნახევრადმშრალს გ.ტენიანს დ. მშრალს
6. რა არის ურბანიზაცია ?
ა. ქალაქების გამრავლება რეგიონში        ბ.სოფლის მოსახლეობის   ზრდა
გ. ქალაქის განაშენიანება                           დ. ქალაქის მოსახლეობისა და ქალაქის ზრდა.
7. რომელი ბუნებრივი ზონა არ გვხვდება სუბარქტიკულ სარტყელში:
ა.ტუნდრა ბ. ტაიგა დ. ტყე-ტუნდრა
8 .რომელი ბუნებრივი ზონა არ გვხვდება ზომიერ კლიმატურ სარტყელში?
ა.ტაიგა ბ. სავანები გ.შერეული ტყეები დ. სტეპები
9. რომელია საზოგადოებრივ-საბუნებისმეტყველო გეოგრაფიის შემსწავლელი ციპლინა? ა, პოლიტიკური გეოგრაფია
ბ, მოსახლეობის გეოგრაფია გ. ეკონომიკური გეოგრაფია
დ, რეგიონული გეოგრაფია
10 .რომელია მსოფლიოში ყველაზე დიდი დაბლობი:
ა. მისისიპის ბ ორინოკოს გ. მესოპოტამიის დ. ამაზონის

სწორი პასუხები:
1–ბ     2–დ    3–ა    4–გ   5–ბ
6–დ   7–ბ    8–ბ    9–დ      10–დ
1.რომელი არ არის საბუნებისმეტყველო-საზოგადოებრივი გეოგრაფიის
დისციპლინა?
ა.სოციალური გეოგრაფია
ბ.რეგიონული გეოგრაფია
გ.ქვეყნების გეოგრაფია
დ.ოკეანეების გეოგრაფია
2.ამოწურვად აღდგენად რესურსს განეკუთვნება:
ა.მტკნარი წყალი ბ. ნიადაგი გ. რკინის მადანი დ. მზის ენერგია
3. ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებს მიეკუთვნება:
ა. მალაიზია ბ. იაპონია გ. უკრაინა დ. ჩინეთი
4. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა არის მოსახლეობა :
ა. რომელსაც აქვს მუშაობის სურვილი და უნარი
ბ. ვინც აქტიურად ჩართულია სამეურნეო საქმიანობაში
გ. ბიზნეს სექტორში დასაქმებულები
5. სეცესია არის :
ა. ნაციონალიზმი
ბ. სეპარატიზმის აგრესიული ფორმა
გ. სეპარატიზმის ფორმა, რომლის მოთხოვნაა სრული გამოყოფა.
6. რომელი რეგიონისთვის არის დამახასიათებელი დეპოპულაცია?
ა. რუსეთის ევროპული ნაწილისთვის
ბ. ახლო აღმოსავლეთისთვის
გ. ლათინური ამერიკისთვის
7. რა არის ექსპანსია?
ა.აგრესია, მძიმე სახელმწიფო დანაშაული.
ბ. საერთაშორისო სისტემა
გ. სახელმწიფო ტერიტორიის გაფართოება და გავლენის სფეროს გავრცელება სხვა ქვეყნებსა და ხალხებზე.
8.ევროკავშირის ძირითად დოკუმენტს (რომელშიაც განსაზღვრულია წევრ სახელმწიფოთა სამართლებრივი ,პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ვალდებულებები)
ა.მაასტრიხტის შეთანხმება
ბ.რომის შეთანხმება
გ.ამსტერდამის შეთანხმება
დ. მიერთების შეთანხმება
9.ევროკავშირის დევიზია
ა.ძალა ერთობაშია
ბ.ერთიანი ევროპა
გ,ძლიერი ევროპის ერთიანობა
დ. ერთიანობა მრავალფეროვნებაში
10. ევროკავშირის ჰიმნი-ბეთჰოვენის მე9 სიმფონიიდან სრულდება
ა. გერმანულ ენაზე
ბ. ინგლისურ ენაზე
გ, ლათინურ ენაზე
დ. სრულდება ტექსტის გარეშე
11. ჩამოთვლილთაგან რომელი არაა გაეროს მთავარი ორგანო?
ა. გენერალური ასამბლეა
ბ. უშიშროების საბჭო
გ. საერთაშორისო სასამართლო
დ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
12. გაეროს დამფუძნებელ სახელმწიფოთა რაოდენობა იყო:
ა.51 ბ. 49 გ. 50 დ.192
13. რომელი რეგიონის ორგანიზაციას წარმოადგენს „ასეანი“
ა. სამხ, აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფო
ბ. სამხ. დას. აზიის სახელმწიფო
გ. არაბული ქვეყნები
14. ნატოს ორგანიზაცია შეიქმნა ბრიუსელში
ა.1949 წ. ბ.194 5 წ. გ.1955 წ. დ. 1991 წ
15. რომელია მაღალი ურბანიზაციისა და მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვის ქვეყნების წყვილი?
ა. ჩინეთი და იაპონია
ბ. კანადა და ავსტრალია
გ. აშშ და ნიდერლანდები
მე11 კლასის ტესტების პასუხები:

 ვარიანტი მე-2
   1-ა         2-გ        3-ა
   4-ა         5-გ        6-ა 
   7-გ         8-დ       9-დ    
  10-დ       11-გ     12-ა 
  13-ა        14-ა      15-ბ
1)კონტინენტებიდან აფრიკასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს ;
ა.)აზია ბ)ევროპა გ)ანტარქტიდა
2) მაგმური წარმოშობის სასარგებლო წიაღისეული აფრიკაში ძირითადად თავმოყრილია კონტინენტის:
ა) ჩრდილო და დასავლეთ ნაწილში ბ) დას.და სამხრეთ ნაწილში გ) სამხრეთ და აღმ, ნაწილში დ) აღმ და ჩრდილოეთ ნაწილში
3)ივლისის თვეში აფრიკაში ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა შეინიშნება:
ა)ჩრდ. ტრიპოკის რაიონში ბ) ეკვატორის რაიონში გ) სამხრეთ ტროპიკის რაიონში
4) მდინარე კონგოს სათავე აწყება:
ა) მდინარე ლუალაბაზე ბ) მდ.კაგერაზე გ) ტბა ნიასაზე დ) ტბა ტანგანიკაზე
5)აფრიკის ყველაზე წყალუხვი მდინარეა:
ა) ნილოსი ბ) ნიგარი გ) ზამბეზი დ) კონგო
6) აფრიკის მოსახლეობის გარდამავალ რასებს მიეკუთვნებიან:
ა) მონგოლოიდები და ევროპეიდები ბ) ბუშმენები და ჰოტენტოტები გ) ნეგროიდები და მალაგაშიელაბი დ)ნეგროიდები და ევროპეიდები.
7)აფრიკის გათავისუფლების წლად მიჩნეულია :
ა) 1950წ ბ) 1952წ გმე15–ე საუკუნე დ) 1960 წ
8) აფრიკის ქვეყნებიდან რომელი ქვეყანა მიეკუთვნება მსოფლიო განვითარებულ მდიდარ სახელმწიფოთა რიცხვს :
ა) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ბ) ეგვიფტე გ) ეთიოპია დ) მაროკო
9) აფრიკის სახელმწიფოების უმრავლესობის მეურნეობის მთავარი დარგი არის :
ა) ინტენსიური სოფლის მეურნეობა ბ) ექსტენსიური სოფლის მეურნეობა გ) სუბტროპიკული სოფლის მეურნეობა დ) წარმოება
10)კუსტარული მეურნება ნიშნავს :
ა)დამუშავებით მეურნეობას ბ) მოპოვებით მეურნეობას გ) ფაბრიკულ მეურნეობას დ) არაფაბრიკულ მეურნეობას
11) აფრიკის ქვეყნებიდან ისლამის რელიგიას ძირითადად მისდევენ :
ა) ჩრდ. აფრიკის მცხოვრებნი ბ) ცენტრალური აფრიკის მცხოვრებნი გ) აღმ. აფრიკის მცხოვრებნი დ) სამხრეთ აფრიკის მცხოვრებნი
12) კანის ღია ფერით ნეგროიდთა შორის გამოირჩევიან :
ა) ნილოტები ბ) ბუშმენები გ) პიგმეები

No comments:

Post a Comment