1. სვეტიცხოველის გალავანთან თავდება ჩვენი ეპოქის ჩქამი და სინათლე, მის წიაღში იწყება საუკუნო რიცხვით მეათე თავისი მრუმე ღამეებითა და იდუმალებით.
2. ზოგიერთი ადამიანი თავისი უმნიშვნელობითა ხდება შესამჩნევი, ამიტომაც იგი მუდამ თვალში მხვდებოდა ხოლმე.
3. რაც უნდა დიდი ქმნილების წინაშე იდგე, თვით უმნიშვნელო ადამიანიც მეტ ყურადღებას მოითხოვს შენგან.
4. ყურადღება მიაქციეთ: „მერმე ის იყო მთელი საუკუნე აწვიმდა ტაძარს, ახალ დროშიაც კაცს არ მოჰგონებია მისი შეკეთება, მხოლოდ საბჭოურმა ხელისუფლებამ, ვენაცვალე მას, გადაახურვინა იგი წრეულს და გალავნის ქონგურები შეაკეთეს, ჩრდილოს ფასადზე ხარაჩოები ჯერაც არ მოუხსნიათ, გუმბათის სარკმელებშიაც ჩასდგნენ ამ დღეებში თითო მტკაველა მინას და ჩემი აქ ყოფნის მიზანიც აღსრულებული იქნება კიდევაც, შესაძლოა ჩემი ცხოვრებისაც»… (ეს სიტყვები მცირეოდენის გულის ტკივილით იყო ნათქვამი მის მიერ).“
5. მწერლობა გმირობის გამოსარჩლებაა მხოლოდ, მიჩქმალული გმირობის ქომაგია მწერალი და სხვა არაფერი.
6. ტფილისი იმჟამად სარკინოზებს ეპყრათ, ფარსმანი ამირას კარზე იყო ნამყოფი, გიორგის მამას, ბაგრატ კურაპალატს ტყვედ ჰყავდა იგი, ჯერ კიდევ სიყრმეში ჩამოყვანილი.
ქვისმთლელთა და კირითხუროთა უხუცესი, იდუმალთა მიმთხრობი იყო ფარსმანი, არაბულ ალქიმიაში ფრიად განსწავლული, უებარი ვარსკვლავთმრიცხველი, შესანიშნავი აქიმი, უცნაური მეწამლე და მჩხიბავი.
7. ყურადღება მიაქციეთ: შემდგომ ამისა, წლის მიწურულამდის მშვიდობა სუფევდა საერისთავოებში, ბერძენთა კეისართან მტკიცე ზავი შეიკრა, ბაგრატ კურაპალატის მიერ მრავალგზის გვემული განძელი ფადლონი ხარკს აძლევდა მეფეს; ამ მაგალითით დაშინებული.
ტფილისელი ამირაც გატვრინული იყო, სარკინოზები ჯერ კიდევ ბოგინობდნენ შურის ციხეში.
გულმოცემული გიორგი დადიოდა აფხაზეთსა, სამცხესა და ქართლში, აგებდა ციხე-ქალაქებს, აგარებს და ეკლესიებს, ხანმოკლე ზავის დროს ხანგრძლივი ომებისთვის ემზადებოდა.
8. მამამზე ერისთავი გიორგისთან: „მრავალჟამიერ ჰოს დამბადებელმან ყოველმან მეფობა შენი და ისარნი ესე გულსა შინა განერთხოს მეფობისა შენისა ორგულსა. წყეულიმც იყოს ყოველი გულბოროტი და ქვეგამხედავი ტახტისა შენისაი“
9. გიორგი მდუმარე იყო ბუნებითგანვე, კაცი არამეტყველი, მაგრამ ფრიად დაკვირვებული. მან ხმალივით შეაგება მზერა ისრიმისფერ თვალებს, დაფანჩვულ, თეთრ წარბებქვეშ თრითინებსავით აწრიალებულთ, შემდგომ ამისა, სპარსალარისაკენ გადაიტანა მზერა.
10. ყურადღება მიაქციეთ : კვეტარის ერისთავს თალაგვა კოლონკელიძეს ძალით უთაყვანებია ფხოველნი და დიდონი, მათ აჰყოლიან ძურძუკნი და ღალღაი და ის თემები, რომელნიც ტილიჭამიათა მეზობლად ბინადრობდნენ მაშინ.
არაგვის ხეობაში შემოჭრილან საერთო ჯარით; ციხეებს შემოწყობიან, უბრძოლველად გაუტეხიათ ციხისთავები, რადგანაც ყველგან შინაკაცები ჰყოლიათ წარმართთაგანნი თურმე.
მამამზე ერისთავის ერთადერთი ვაჟი ჭიაბერი გუდამაყარში შებრძოლებია კოლონკელიძეს, მაგრამ უვნებლად უკუქცეულა და ქორსატეველას ციხეში ჩაკეტილა მცირედის ჯარით.
11. მიუხედავად ამისა, ქრისტიანობის ქომაგად ითვლებოდა გიორგი და მის ზარაფხანაში მოჭრილ თეთრზე ასე ეწერა: მეფეთ მეფე გიორგი − მესსიის მახვილი.
12. ძველი მამამზე მოაგონდა, შირიმნის, ფანასკერტის და ნიალის ომებში თანამებრძოლი, ბაგრატ კურაპალატის უერთგულესი ყმა და მისივე სიყრმის მეგობარი.
13. ბოლოს მამამზე მისი სტუმარი იყო. ბაგრატ კურაპალატმა მის ხელში დალია სული. განა მამამზემ და ზვიად ერისთავმა არ წაიღეს ბაგრატის გვამი ბედიაში დასამარხავად?
ნუთუ იგივე ხელები ლესავენ გიორგის წინააღმდეგ მახვილს, იგივე ხელები, რომელთაც გააპატიოსნეს ბაგრატის ცხედარი ფანასკერტის ციხეში?
14. «ჩვენ კი, ადამიანები, უბედურნი ვართ, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად (ეს სიტყვები ძლიერ გააჭიანურა მეფემ) უერთგულეს ადამიანსაც იოლად გავწირავთ ხოლმე».
15. «ეჰა, ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალნი ზრახვანი შენნი!»
16. მამამზე ერისთავს იმდენივე ომი ჰქონდა გადახდილი, რამდენი წელიც დაეყო ამ ქვეყნად, მაგრამ სიკვდილის წინაშე შიში უცნობი იყო ამ დღემდე მისთვის.(რეპეტიტორი.წორდპრესს.com)
17. საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხანდახან, რათა ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი.
18. მელქისედეკ კათალიკოსს კარგი მეხსიერება ჰქონდა, მაგრამ რასაც მიცვალებულს მიუტევებენ ხოლმე, მას ცოცხალს არ აპატიებენ თანამედროვენი არასდროს.
19. ზვიად სპასალარი დიახაც მორწმუნე იყო, მაგრამ ჯვარის ძალით დამარცხებული მტერი არსად ენახა ჯერ და ამიტომაც დაჟინებით ურჩევდა მეფეს: სანამ მამამზეს, ჭიაბერს და კოლონკელიძეს თავები ასხიათ მხრებზე მშვიდობა არ დამყარდებოდაო. ტოხაისძეს კოჭის ძარღვები დავაჭრათ და ეს ვაკმაროთო სახლთუხუცესს.
20. მელქისედეკს ასე სჯეროდა: თუ გსურს ზეგავლენა მოახდინო ერზე, იგივე უნდა სჭამო, რასაც მრევლი სჭამს, და ისევე ჩაიცვა, რაც მას აცვია, სხვა მხრით უნდა ეცადო იშვიათად ეჩვენო ხალხს.
21. ფარსმან სპარსი შერქმეული სახელი უნდა ყოფილიყო, არსებითად ნამდვილი მისი ვინაობა და სადაურობა არავინ უწყოდა.
22. მამამზის მეუღლე ბორდოხანი ფანატიურად მორწმუნე იყო, იგი შორიდან თაყვანს სცემდა მელქისედეკ კათალიკოსს, როგორც «შესანიშნავ მწყემსს ქრისტეანობისას და ეკლესიათა დიდ აღმშენებელს».
23. მელქისედეკი ეუბნება მამამზეს: «მეფეთ მეფე გიორგი სულგრძელია. იგი დიახაც ისმენს თათბირთა ჩემთა. რამეთუ არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახვილის აღებაი. ესე ხამს ქრისტიან მეფეთა და ეკლესიის მწყემსთა სახარებითა მაცხოვრისათა და ჯვარითა პატიოსანითა უჩვენონ ქვეშევრდომთა თვისთა გზაი ჭეშმარიტ, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ, რათა ძალმან ძელისაცხოველისამან განანათლოს ბნელი ცთომილების გზაზე შემდგართა გულში.»
24. მელქისედეკ კათალიკოსი სისასტიკით არ იყო ცნობილი, მას მთელს საქართველოში სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, როგორც ეკლესიათა მშენებელსა და უებრო ასკეტს, ძელიცხოველს გაცილებით უკეთ იცნობდნენ მთეულნი.
25. საოცარია, ტირილი არავის შვენის, არც ბალღს, არც ყრმას, არც ჭაბუკსა და არც მოხუცს, მხოლოდ ლამაზ ქალს შვენისო ტირილი.
26. თვით გულმძვინვარე სპასალარსაც ცრემლი მოჰგვარა ღრმად მოხუცებულის, უსინათლო ბერიკაცის გულისმომკვლელმა მოთქმამ და მიხრწნილებაში გადამდგარ დედამძუძეს ტირილმა.
27. ცერებზე დგებოდნენ, კისერს იგრძელებდნენ, ბრბოში ისრისებოდნენ, შეძრწუნებულნი, გაოცებული თვალებით ეძებდნენ მრისხანე ჯვარს, ამ ლომგულოვანი რაინდის მომაკვდინებელს.
28. უბედურებამ და ძელიცხოველის «სასწაულმა» ქრისტეს სჯული შეაყვარა მამამზეს, მან ხატებითა და ჯვრებით მოართვევინა ქორსატეველას ციხე-დარბაზი, საგვარეულო კარის ეკლესია.
29. როცა გიორგი მეფე მანდილოსნებს მიეახლა, შორენამ თავი აიღო, განსაცვიფრებელმა სილამაზემ შეანათა სახეში, ელდა ეცა გიორგის. მას არასოდეს ენახა ძაძას, მწუხარებას და უბრალო სამოსს ასე გაემშვენიერებინოს ქალი.
30. «განა არ იცი, გიორგი მეფე გულმხეცია, თუ საქმე მისჭირდა და ცოცხლებს ვერა დაგვაკლო რა, მიცვალებულზე იძიებს შურს».
31. «სტიროდაო? ეგ რად გიკვირს, ერისთავთ-ერისთავო? მკვლელებსა და ლოთებს აგრე სჩვევიათ, ჯერ ღვინითა და სისხლით გაილეშებიან, შემდგომ ამისა მოჰყვებიან ცრემლების ნთხევას».
32. «გიორგი მეფემ და ზვიად სპასალარმა მოჰკლეს ჭიბერი!
33. მამამზემ იცოდა გულმხეცი რომ იყო გიორგი მეფე, მაგრამ თუ მას ფარისევლური ცრემლის ნთხევაც შეეძლო, ეს არ ეგონა მას!
მის ხელში დავაჟკაცდა გიორგი, ტლანქია იგი და გულზვიადი, მაგრამ მლიქვნელიც თუ იყო, ეს არ იცოდა მამამზემ.
34. «ქრისტეს ჯვარი იყო ჩვენი ხალხის უბედურების მიზეზი მთავარი. ამ ბოროტების სათავე ბიზანტიონია, ერისთავთ-ერისთავო.
35. დამპალი ქალაქია ბიზანტიონი. ბასილი კეისრის სასახლეში ბევრი რამ გავიგეთ ჭიაბერმა და მე. თვალების დაბნელება, ადამიანის ცოცხლად დამარხვა, ძელზე გაყვანა, მოწამლვა, ორივე ხელის მოჭრა და მკვლელის მიჩენა. ეს ყოველივე ბიზანტიონში ისწავლეს ჩვენმა მეფეებმა. ბასილი კეისარმა ცეტინიუმთან ბრძოლის მეორე დღეს ხუთმეტ ათას ბულგარელს დასთხარა თვალი.
36. შემზარავი სისატიკე გამოიჩინა თავათ გიორგი მეფემ ოლთისში, ათასზე მეტ ბერძენ მონასპას თვალები დასთხარეს. ორი ათას ტყვეს თავი წააცალეს, სამასი ტყვე ცოცხლად დამარხეს.
37. არც გიორგი მეფეს სწამს ქრისტე და მისი ჯვარი.
38. «შემომფიცე, შავლეგ, ჭიაბერის სისხლი ავიღოთ. შენ ჭიაბერის ძუძუმეტე ხარ და ფიცვერცხლი გაქვს მასთან ნაჭამი».
«მე იმ დღეს შევფიცე მის საფლავს, როცა პაპისეული ლოდი დავადევი ზედ.
39. არ გვინდა ქრისტეს ჯვარი, არ გვინდა მეფე გიორგი, არც ზვიად სპასალარი, არც მელქისედეკ კათალიკოსი, მცხეთა და უფლისციხე ისეთივე ბუდეა გულარძნილობისა, როგორიც ბიზანტიონი.
40. «თავათ მეფეც ბიზანტიონის მტერია, მაგრამ დაბნეულია გიორგი. მელქისედეკ კათალიკოსსა და ფარსმან სპარსს შორის ირყევა მუდამ.
41. ზვიადის პირველადი გეგმა ასეთი იყო: ფხოვში შესვლისთანავე მიელეწა რამდენიმე ციხე, რამდენიმე სოფელი დაეწვა, ხევისბერები მოეშთო, შემდგომ ამისა დაშინებული მოსახლეობა დაუყოვნებლივ მისცემდა მძევლებს.
უკეთუ კოლონკელიძე შემოეგებებოდა, რომელიმე ხეობაში მოიმწყვდევდა ერისთავს ზვიადი, ამოჟუჟავდა მის ლაშქარს.
გიორგი მეფემ, სამმა ერისთავმა და მელქისედეკმა არ შეიწყნარეს ზვიადის გეგმა, არ ივარგებსო საქმის გამწვავება, გამძვინვარებული მოსახლეობა უფრო გულმოდგინედ ამოუდგებაო კოლონკელიძეს მხარში.(repetitori.wordpress.com)
42. ზვიადს წესად ჰქონდა, ცხენოსან ლაშქართან ბრძოლაში მტრის ცხენის დაშვება შუბით, ჰოროლით ანდა ქამანდით.
43. მოისრნენ დიდძალი ფხოველნი და დიდონი, მწკრივად დაწვნენ ძმების მიერ განწირული ძმები, ოჩანის ციხის სანახებში მკერდგანგმირულნი.
44. მეფის საუბრის კილო სამშვიდობოს იძლეოდა ნიშანს. მშვიდი იყო ბუნებით გიორგი, ენამზეობას მოკლებული, მაგრამ ამაოდ მოუბარი და სახით სათნო.
45. კოლონკელიძეც ამოდ შესაყრელი კაცი იყო, – ტანმორჩილი, ტანხმელი, მაგრამ მშვენიერი ვაჟკაცი; წვერი გაჟღალებოდა ოდნავ, მაგრამ ჭაბუკური იერი გადაჰკრავდა სახეზე, თაფლისფერ თვალებიდან სიჭაბუკის ცეცხლი გამოკრთოდა.
46. თავის სიცოცხლეში არაფერი ისე არ შეჰხარბებია გიორგის სხვისი, როგორც ეს ირმის ჯოგი, ეს ირმის ჯოგი და შორენა…
47. ომში სპასალარია მბრძანებელი, მე არას მკითხავსო ზვიადი.
48. გიორგი პირველს თორმეტი წლისას დაადგეს სამეფო გვირგვინი თავზე, სათამაშოების ნაცვლად სკიპტრა შეაჩეჩეს ხელში.
49. როგორც გიორგი მეფეს, ისე ბიზანტიის კეისარს მუდმივი ომი ჰქონდათ დიდგვაროვან აზნაურებთან. პატრიციუსი ქსიფე გადაუდგა ბასილის და ნიკიფორე კისერმოქცეულს დაუკავშირდა, ბარდა ფოკასძეს. გიორგიმ დრო იხელთა, აჯანყებულებთან მოლაპარაკება დაიწყო, თანადგომა აღუთქვა კეისრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
50. კეისრის წინააღმდეგ ბრძოლის ჟინმა და საქართველოსთვის წართმეული პროვინციების დაბრუნების წადილმა ბიზანტიასთან სჯულის ერთიანობა გადაავიწყა გიორგის, ახლა ალ-ჰაქიმთან გამართა მიწერ-მოწერა მეფემ.
51. მელქისედეკ კათალიკოსს დიახაც არ მოსწონდა გიორგი მეფის დაკავშირება სარკინოზების ხალიფასთან, არც თუ ბიზანტიის სამტრო პოლიტიკას იზიარებდა იგი.
მელქისედეკი გარეგნულად ექვემდებარებოდა გიორგის, მაგრამ ქრისტეს მოსაყდრეს ურყევად სჯეროდა, რომ «მეფე ქვეყანასა ზედა ხელმწიფეა, ხოლო ქრისტე – ზეცისა, ქვეყნისა და ქვესკნელისა».
52. ახლა ეს ეწადა მელქისედეკს: ოლთისის ეკლესიის სამაგიეროდ სვეტიცხოვლის აგების ხარჯები ეკისრნა გიორგის.
53. ცნობილია, ვისაც სიყრმეში არ გაუხარნია, ვისაც ბავშვობაში სიჭაბუკე წამოსწევია, ხოლო სიჭაბუკეში შუაკაცობის ტვირთი, მას მარადჟამს თან დაჰყვება გაცდენილი სიყრმისა და სიჭაბუკის დარდი.
54. მეფე ხარ და ხამს…
მეფე ხარ და გმართებს…
მეფე ხარ და გევალება…
ასეთ წუთებში მეფედ არყოფნას ნატრობდა გიორგი.
55. «ჩინებული ოსტატია ფარსმანი, მაგრამ თავნებაა ფრიად, სხვათა თათბირს ჩირად არა სთვლის, ძნელია მასთან მუშაობა, ბატონო».
56. კედლებზე ფრესკები ატყვია წამალგადასული. ფრთოსანი ლომები შეჰბმიან გვირგვინის გარშემო ურთიერთს, კუდაშვერილ გრიფონს ხახაში გაურჭვია ტერფი კაცისა, ცხენოსანი, შარავანდიანი რაინდი ჰოროლსა სცემს ხახაში ურჩხულს.
57. «ნუ ცილსა სწამებ, ნუ ორსა სიტყვასა იტყვი. პატივი ეც დედასა შენსა და მამასა
შენსა, შეიყვარე მოყვარენი, ვითარცა თავი თვისი.
ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო».
58. «ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო»…
60. უკვე ხანში შესულს სამშობლო მოენატრა. ბაღდადის ხალიფამ ტფილისის ამირასთან წარგზავნა იგი. ტფილისში მოაწყო მან პირველი ობსერვატორია, აქვე შეირქვა ფარსმან სპარსი . . . .
61. არსაკიძე დღენიადაგ ხარაჩოებზე დაბობღავდა. მთელს საქართველოში დაეხეტებოდა, ციხეთა და ეკლესიათა მშენებლობას თვალს ადევნებდა. დაქანცული, კირში ამოთხვრილი ბრუნდებოდა ნასამხრალზე შინ, ზეზეურად წაიხემსებდა, კვლავ სამუშაოს მიუჯდებოდა.
62. არავინ ისე არ იტანჯება მატერიის ქაოსის შემყურე, როგორც ხელოვანი ამქვეყნად.
63. არსაკიძე გრძნობდა, მეფემ და კათალიკოსმა უდიდეს ოსტატს რომ შეარკინეს იგი. მოხუცებულ ბრძენკაცს უნდა შებმოდა მოკრძალებული, თავმდაბალი ჭაბუკი, მის ქმნილებას უნდა დაეჩრდილა ყველა ტაძარი ფარსმანის მიერ აგებული სამცხეში.
ღმერთია მოწამე, მას არ მოუწადინებია ეს. არსაკიძის სახელს დასწვდნენ და ესროლეს იგი ფარსმანს, როგორც ხელკეტი მწიფე ნაყოფს.
64. ხალხს გულამაყი ეგონა არსაკიძე – უთვინიერესი ბუნებით. ჯერ კიდევ ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნული კონსტანტინეს: ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს.
65. მალე მიეახლება ნაოსტატარს ოსტატი, ქაოსს შემოაცლის სრულყოფილს, ბედნიერი შემოქმედი, შესძახებს ქმნილებას: იქმენინ ნათელი!
66. «ნუთუ ცოცხალთა ღმერთი უნდა იყოს იგი, ვისაც ეს მზეგადსული თაობანი შეჰღაღადებენ? თუ სიკვდილის უფალია, ჩრდილების ქვეყნისა და შავეთის თავადი?»
67. «ხელოვნებაა თავათ უკვდავება.
მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი. . . .
ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი
დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი».
68. მარიამ დედოფლის ოცნება ეს იყო: მთელი საქართველო ეკლესიად და მონასტრად ექცია; არა მარტო საქართველო და სომხეთი, მთელი ქვეყანა.
69. ზვიად სპასალარიც თავს იკავებდა. მაინცდამაინც არც მას უყვარდა ფარსმანი, მაგრამ როგორც ყოველ საქმეში, აქაც სამხედრო მოსაზრება ამოძრავებდა სპასალარს მხოლოდ.
70. ეკლესიათა მშენებელი დიახაც მოიძებნა, მაგრამ მეფისა და სპასალარის გარდა არავინ უწყოდა, რომ რკინათა მკვეთელ ხმალთა წრთობის საიდუმლო ერთმა ფარსმანმა იცოდა მხოლოდ.
71. ნეტარ არიან იგინიცა, ვინცა გულმართალ წინაპართა აჩრდილებს შორის ლანდადქცევას არჩევენ, გადაშენების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა წიაღში ყოფნას.
72. უსჯულობა მოძალებული არს საქრისტიანოსა ზედა. ასეთ დროს სჯულის სიმტკიცე და ზნეობის სისპეტაკე თუ ვერ შევინარჩუნეთ, ვერას გვიშველის ის ციხეები, რომელთაც მეოხებითა მეფისათა აშენებ, ზვიად ბატონო, შენ.
73. გირშელი გიორგის ეტვის : «იცი, გიორგი, უცნაურად მაგონებ ალ-ჰაქიმს, სწორედ ასეთი წითური წვერი ჰქონდა ხალიფას, მკვიდრი ძმა ეგონები სარკინოზებს მისი».
74. «ასე გადაჰკიდებს ხანდახან ორ კაცს ერთ უღელზე ბედი».
ესა სთქვა გიორგიმ და გირშელმა მიუგო:
«ან ერთს დაახრჩობს, ან მეორეს ბოლოს».
75. «შენ გეტყვი, გირშელ, ხვალ რომ ტახტიდან გადამაგდოთ ერისთავებმა,
მეჯინიბედ დავდგები უთუოდ, ცხენებს მოვუვლი და ეს მომგვრიდა უდიდეს ბედნიერებას».
76. «იცი, გიორგი, ომში ცხენები მეცოდება ყველაზე მეტად, მრავალგზის მინატრია: ოღონდ ცხენს ნუ გამომიკლავენ ბრძოლაში და მე მზადა ვარ თავათ შევუშვირო მტრის ისარს მკერდი.
77. «ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ მამალ ორაგულს, აღმა რომ მიჰყვება ამაღამ არაგვს, უფსკრულებში დაეძებდეს თავის დედალს, ვაჟკაცურად მიარღვევდეს ტალღებს, რათა გუდამაყარში წამოეწიოს და მისწვდეს საწადელს».
78. დედა უყვარდა გიორგის ყველაზე მეტად ამქვეყნად. აქ კი მოტყდა უცნაურად
გაჯიქებული.
«მაშ ჩამომეცალეთ სამივენი ახლავე, მარტოობა მომნატრებია».
79. კაცის მაგივრად კაცის პოვნა ხომ ადვილია, ოსტატის ნაცვლად ოსტატის
გამონახვა ასევე ძნელი.
80. ქმნილების დაწყებაა მთავარი, მაგრამ დასრულება მისი უმთავრესია მაინც.
81. ეს ასე ყოფილა მუდამ: ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი, ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში.
82. «ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად, თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ
სასტიკ ბომონს, არაფერი გამოგივა ხელიდან».
83. თუ გსურს აღემატებოდე მეფეს, უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.
84. «ვეფხის დღესაა განსაცდელი მოსალოდნელი». ფარსმან სპარსის სამთვარიოდან
85. შიში უცხო იყო არსაკიძისათვის.
86. «ეჰ, ჩემო ნონაი, მე ხმლით სიკვდილი დამითქვა მუცლით მეზღაპრემ ერთმა, ასე რომ მორიელის გესლი ვერას დამაკლებს».
87. «უტა!»
ეს არ იყო ბავშვობაში შერქმეული უბრალო სახელი, არამედ გაცილებით უფრო
ტკბილი, ვიდრე მოგონება სიყრმისა, დედის ალერსს იტევდა იგი, დაღუპული მამის გლოვას, ლაზისტანის მშობლიური ზღვის შრიალს, ფხოვში გატარებულ სიჭაბუკის ლხენას.(repetitori.wordpress.com)
88. ეს იცოდე, ჭაბუკო, მაძღარი მონები ვერაფერს შეჰქმნიან კარგს. ეს ციხეები, ეს
ეკლესიები და ეს სასახლეები მშიერების მიერაა აგებული».
89. ხალხი თუ გაძღა, ჭაბუკო, ეს იცოდე, ლოცვასაც მიატოვებს და შრომასაც, მაშინ აღარც ციხეები გვექნება და აღარც ეკლესიები»…
90. რაკი ქრისტიანი ხარ, ეგეც მართებულია რომ იცოდე, ჭაბუკო: ხალხს სამი რამ უნდა ასწავლოს ერის წინამდგომმა ყოველმა: შიმშილი, ლოცვა და შრომა, ხოლო რაიცა შეეხება ომს, ომში აზნაურები წაასხამენ
მონებს»…
91. სვეტიცხოველი იყო მისი სიჭაბუკის, მამაკაცობის უსაჩინოესი ქმნილება, საქართველოს გულში აგებული საჩინო ადგილზე.
92. როცა მეჯადაგეები ოსტატები გახდებიან, ოსტატებმა რევანდის ოყნა უნდა გაუკეთონ შავარდნებს».
93. «აბა ერთს გეტყვი, ჭაბუკო, ყველაფერზე უფრო ძვირფასი მხატვრისათვის მაინც იგია, რაც არც მელქისედეკ კათალიკოსს შეუკვეთია და არც მეფე გიორგის, ის, რასაც მოცალეობის ჟამს დახატავს იგი თამაშით.
94. ეგეც იცოდე: მაინც მოცალეობა და ფანტაზიაა შემოქმედების მკვიდრი მშობელი».
95. «შესაძლოა წინასწარ იცოდე მხატვარმა კიდევაც, რომ შენ სურათს ზედაც არ შეხედავს არავინ, გული საგულეს უნდა გქონდეს მაინც.
96. «ვაჲ მას, ვინაც გამოხატოს ცოცხალი არსი. განკითხვის დღეს, მხატვრის მიერ გამოსახული პირები გაცოცხლდებიან, სურათიდან ჩამოვლენ, მიეჭრებიან დამხატველს და მოსთხოვენ სულს.
და მხატვარი იგი, რომელიც ვეღარ შესძლებს საკუთარი სულის მიცემას, უცილოდ დაიწვება უშრეტი ცეცხლით».
97. «შენ გეტყვი, გირშელ, სხვა მეფეებიც ჩემსავით გადაცმულნი რომ ივლიდნენ,
ქება არ მოაკლდებოდათ დილას და საღამოს».
98. ასე ყოფილა ჟამის დასაბამისიდან, ერთი ბომონი ვერ დაიტევს ვერასოდეს ორ კერპს.
99. გჯეროდეს, ჩემო, საპატიო ვალია კაცისა არა გლახურ ღმერთის ძიება, არამედ თავათ უნდა გახდეს შემომქმედ უფლის მეტოქედ”.
100. მაინც სხვა რაღაა სიყვარული, თუ არა და ღმერთი? ღმერთი კი არა, სიკვდილი. რადგან მას დაუმკვიდრებია სიყვარული სამარადჟამოდ, ვისაც სიკვდილის საფასით შეუსყიდნია იგი…
101. აგრე უთქვამს ბრძენს: ავაზა ისეთი მხეცია, სიცოცხლეს იოლად რომ
დასთმობს თურმე სიყვარულისთვის.
102. ასეთი უგულო ვინმეა ეროსი, იგი მამაც მეფეებს დაალაჩრებს, თრიაქის სმასა და უსაზმნო ლოთობას შეაჩვევს, ხოლო დიდოსტატებს, რომელნიც მტკიცე ხელით აქანდაკებდნენ თეძამის ქვაზე როზეტებსა და ყურძნის მტევნებს, მეჯადგე ოსტატებს დაამსგავსებს და გაახელებს. ბოლოს მინდვრებზე სახეტიალოდ წარგზავნის რათა საყვარლისათვის აკრეფინოს წარმავალი ყაყაჩოები ველისა.
103. მე ჩემი ხელოვნება სიცოცხლეზე მეტად შემყვარებია, ჩემო, ამიტომაც
განწირული მაქვს თავი”.
“მაშ შენ სიცოცხლე ქვაზე ნაკლებად გყვარებია, უტა?”
“განა ქვაა სვეტიცხოველი, ჩემო? ქვაყოფილია იგი ამჟამად. უფრო უკვდავი,
ვიდრე ასიათასი მოკვდავის სული”.
104. მე მაინც ასე მგონია, მეფევ ბატონო, ახლაც, საუკეთესო წიგნი მაინც იგია, რომელიც ჯერაც არ დაუწერია არავის, რაიცა შეეხება ტაძართაგანს საუკეთესოს, ჯერაც არ აგებულა ასეთი მიწაზე
105. მაშ თუ ეს სწორია, რა უნდა ჰქნას მეფემ? ჯერ არც ერთი მეფე ჭკვიან ვაზირებს არ გაუხდიათ ბრძენი. თუ ისეთი ვაზირები გაიჩინა, რომელიც მეფის შიში აღარ ექნებათ, მაშინ ისინი თავათ წაეპოტინებიან ტახტს!
106. ქედმაღლობა მეფეების უდიდესი უბედურებაა. მეფე ყოველ ქვეყანაში მარტოხელაა და ერთადერთი, იგიც ხომ ცხადია, მარტოსული არასოდეს იქნება მთელი.
107. მეფეები და ლომები მარტოობაში ხდებიან გულზვიადნი. აზვავდებიან და მოიწყენენ, მარტოხელანი იღუპებიან კიდევაც.
108. შენ ირიბი ზმები გყვარებია, ჩემო ფარსმან, ხოლო ირიბი პანღურები მეფეებს სჩვევიათ ხოლმე.
109. მე არც გიორგი მეფის მეხოტბე ვარ, არც მელქისედეკ კათალიკოსის მგალობელი. მაგრამ არა მგონია, შვიდმა ხევისბერმა უფრო მართებული კანონები შეჰქმნან ამჟამად, ვიდრე თუნდაც ერთმა გულბოროტმა მეფემ.
ჩემდა თავათ მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავათ. – ამიტომაც ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქანდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს.
110. ყოველი კაცისათვის სანატრელი წყობილება ჯერაც არსად დამყარებულა, ჩემო.
111. არსაკიძე: საქართველო ჩვენი დედაა, ლაზებო, ხოლო იბერიელები ძმებია ჩვენი.
112. მახვილო,
მახვილო, აღსდეგ, რათა ელვიდე ხილვას შენსა ამაოსა და მისნობასა შენსა
ცრუსა.
113. გიორგიმ ბერძნულიც იცოდა და არაბულიცა, მაგრამ არასდროს კრინტი არ დაუძრავს უცხო ენაზე სასახლეში.
114. ყოველი საგანი მაშნ იწებს წაქცევას, როცა წონასწორობას დაჰკარგავს.
115. ათას წელს იწვიმა და იქუხა იმ დღიდან საქართველოს თავზე, ათას წელს იგორა ქვადქცეულმა სულმა.
ჩემს სიყრმეშიაც მინახავს კაცის სიმაღლე ლოდი, რომლის გამოც აგრე ამბობდნენ მცხეთაში: კონსტანტინე არსაკიძის დედააო გაქვავებული.
მანდილიან ფხოველ დიაცს მიაგავდა ეს ლოდი მართლაც. შარშანაც ვნახე ძველ სასაფლაოზე, მცხეთაში.
წრეულსაც მოვიკითხე, ასე მითხრეს: მშენებლობაზე წაიღესო სადღაც.
მას შემდეგ არ მიძებნია იგი, რადგან ამასობაში უკვე დავასწარი მშენებლობის
გენიას და ქვაში ჩაკირული საიდუმლო განვაცხადე სიტყვაში.
Tuesday, May 20, 2014
Monday, May 12, 2014
ისტორიის კითხვები
1) სად მდებარეობდა ურარტუ?(დაასახელეთ მისი დღევანდელი მდებარეობა)
სომხეთი
2) რომელ საუკუნეებში მიმდინარეობდა ბერძნული კოლონიზაცია? საქართველოს ტერიტორიაზე დაარსებული პოლისები? ფაზისი, გიენოსი, დიოსკურია, პიტიუნტი.
ძვ.წ. VII-VI
3) რომში „მეფეთა ხანა“ როდის იყო და ვინ იყო უკანასკნელი მეფე?
ძვ.წ. 743–509. ტარკვინიუს ამაყი
4) აქემენიდური ირანის არსებობის წლები და ვინ გაანადგურა ეს იმპერია?
ძვ.წ.558–331. ალექსანდრე მაკედონელმა.
5) ალექსანდრე მაკედონელის წლები(დაბადება–გარდაცვალება)
ძვ.წ. 356–323 წწ.
6) როდის მოხდა გავგამელას ბრძოლა?
ძვ.წ. 331 წელს
7) დაყავით ქვის ხანა პერიოდებად.
პალეოლითი, მეზოლითი, ნეოლითი.
8) როდის დაარსდა დიაოხი და კოლხა და სად გხვდება მათზე ცნობები?
ძვ.წ. მეორე –პირველ ათასწლეულში. ასურულ და ურაარტულ წყაროებში.
9) ვინ იყო ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ პირველის თანამედროვე მეფე დიაოხში(დაიაენში)
სიენი
10) როდის დაიშალა რომის იმპერია ორ ნაწილად(აღმ. და დას.)?
395 წელს
11) რომელ წელს მოხდა ბრძოლა ქალაქ არტაანთან ფარნავაზსა და ქუჯს შორის?
ძვ.წ. 300 წ.
12) როდის დაიშალა დასავლეთ რომის იმპერია?
476 წ. ოდოაკრის მიერ
13) რომელ წელს ილაშქრა პომპეუსმა ქართლში და ვინ იყო მაშინ ჩვენთან მეფე?
ძვ.წ. 65 წელს. არტაგ მეორე
14) რომელ წელს გაქრისტიანდა ქართლი და ვინ იყო პირველი კათალიკოსი?
326 წელს. იოვანე.
15) ნიკეის კრება რომელ წელს მოხდა?
325 წელს. აღსანიშნავია რომ მას ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე.
16) პირველად ვინ იქადაგა საქართველოში ქრისტიანობა?
ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი, მატათა.
17) დაახლოებით რომელ წელს შემოვიდა ნინო საქართველოში?
დაახლოებით 318 წ.
18) სასანიდური ირანის წლები
226–651 წწ.
19) რომელ საუკუნეში იყო მეფე ვახტანგ გორგასალი, რომელ ბრძოლა დაიჭრა და რომელ წელს მოხდა ეს ბრძოლა?
მეხუთე საუკუნე. სამგორის ველზე. 502 წელი.
20) როდის მოკლა ვახტანგ გორგასალმა ვარსქენ პიტიახში?
482 წელს.
21) რომელ წლებში მიმდინარეობა დიდი ომიანობა ეგრისში და რითი დასრულდა?
542–562. ქალაქ დარაში დადებული ზავით.
სომხეთი
2) რომელ საუკუნეებში მიმდინარეობდა ბერძნული კოლონიზაცია? საქართველოს ტერიტორიაზე დაარსებული პოლისები? ფაზისი, გიენოსი, დიოსკურია, პიტიუნტი.
ძვ.წ. VII-VI
3) რომში „მეფეთა ხანა“ როდის იყო და ვინ იყო უკანასკნელი მეფე?
ძვ.წ. 743–509. ტარკვინიუს ამაყი
4) აქემენიდური ირანის არსებობის წლები და ვინ გაანადგურა ეს იმპერია?
ძვ.წ.558–331. ალექსანდრე მაკედონელმა.
5) ალექსანდრე მაკედონელის წლები(დაბადება–გარდაცვალება)
ძვ.წ. 356–323 წწ.
6) როდის მოხდა გავგამელას ბრძოლა?
ძვ.წ. 331 წელს
7) დაყავით ქვის ხანა პერიოდებად.
პალეოლითი, მეზოლითი, ნეოლითი.
8) როდის დაარსდა დიაოხი და კოლხა და სად გხვდება მათზე ცნობები?
ძვ.წ. მეორე –პირველ ათასწლეულში. ასურულ და ურაარტულ წყაროებში.
9) ვინ იყო ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ პირველის თანამედროვე მეფე დიაოხში(დაიაენში)
სიენი
10) როდის დაიშალა რომის იმპერია ორ ნაწილად(აღმ. და დას.)?
395 წელს
11) რომელ წელს მოხდა ბრძოლა ქალაქ არტაანთან ფარნავაზსა და ქუჯს შორის?
ძვ.წ. 300 წ.
12) როდის დაიშალა დასავლეთ რომის იმპერია?
476 წ. ოდოაკრის მიერ
13) რომელ წელს ილაშქრა პომპეუსმა ქართლში და ვინ იყო მაშინ ჩვენთან მეფე?
ძვ.წ. 65 წელს. არტაგ მეორე
14) რომელ წელს გაქრისტიანდა ქართლი და ვინ იყო პირველი კათალიკოსი?
326 წელს. იოვანე.
15) ნიკეის კრება რომელ წელს მოხდა?
325 წელს. აღსანიშნავია რომ მას ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე.
16) პირველად ვინ იქადაგა საქართველოში ქრისტიანობა?
ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი, მატათა.
17) დაახლოებით რომელ წელს შემოვიდა ნინო საქართველოში?
დაახლოებით 318 წ.
18) სასანიდური ირანის წლები
226–651 წწ.
19) რომელ საუკუნეში იყო მეფე ვახტანგ გორგასალი, რომელ ბრძოლა დაიჭრა და რომელ წელს მოხდა ეს ბრძოლა?
მეხუთე საუკუნე. სამგორის ველზე. 502 წელი.
20) როდის მოკლა ვახტანგ გორგასალმა ვარსქენ პიტიახში?
482 წელს.
21) რომელ წლებში მიმდინარეობა დიდი ომიანობა ეგრისში და რითი დასრულდა?
542–562. ქალაქ დარაში დადებული ზავით.
22) რომელ წელს გაუქმდა მეფობა ქართლში და ვინ დაინიშნა მმართველად?
523 წელს. შაჰის მოხელე მარზპანი.
523 წელს. შაჰის მოხელე მარზპანი.
23) რომელ წლებში შემოესივნენ თბილისს ხაზარები და ჰერაკლე კეისარი?
პირველად 627 წელს, მეორე 628 წელს.
პირველად 627 წელს, მეორე 628 წელს.
24) არაბების პირველი შემოსვლა საქართველოში, რომელიც დაზვერვითი ხასიათის იყო?
642 წელს.
642 წელს.
25) ჰაბიბ იბნ მასლამას „დაცვის სიგელი“?
654(655) წელი
654(655) წელი
26) რას წარმოადგენდა ჯიზია და ხარაჯა?
ჯიზია– სულობრივი გადასახაზი. ხარაჯა– მიწის გადასახადი.
ჯიზია– სულობრივი გადასახაზი. ხარაჯა– მიწის გადასახადი.
27) ჯარაჰის შემოჭრა ?
726 წელს
726 წელს
28) მურვან ყრუს, ბუღა თურქის და აბულ კასიმის შემოსევების წლები.
მურვან ყრუ– 735–737, ბუღა თურქი 853, აბულ კასიმი 914.
მურვან ყრუ– 735–737, ბუღა თურქი 853, აბულ კასიმი 914.
29) მუჰამედის დაბადების და გარდაცვალების წლები
570– 632 წწ.
570– 632 წწ.
30) როდის მოხდა „ჰიჯრა“(მექადან მედინაში გადადინება)?
622–632
622–632
31) რომელი სამეფო–სამთავროები ჩამოყალიბდა მერვე–მეცხრე საუკუნეებში?
კახეთი, ჰერეთი, აფხაზეთი, ტაო–კლარჯეთი.
კახეთი, ჰერეთი, აფხაზეთი, ტაო–კლარჯეთი.
32) რა ერქვა არაბ მოხელეს, რომელიც თბილისში იჯდა?
ამირა.
ამირა.
33) ბაგრატ მესამის მეფობის წლები
975–1014
975–1014
34) გიორგი პირველი მეფობის წლები
1014–1027
1014–1027
35) როდის მოხდა შირიმინის ბრძოლა და ტრაპიზონის დაზავება?
შირიმინი 1021, ტრაპიზონის დაზავება – 1023.
შირიმინი 1021, ტრაპიზონის დაზავება – 1023.
36) ბაგრატ მეოთხის წლები.
1027–1072.
1027–1072.
37) რომელ წელს გამოჩნდნენ საქართველოში პირველდ თურქ–სელჩუკები?
1064 . ალფ–არსლანის მეთაურობით.
1064 . ალფ–არსლანის მეთაურობით.
38) როდის მოხდა „დიდი თურქობა“?
1080–იან წლებში.
1080–იან წლებში.
39) გიორგის მეორის წლები და რომელ წელს აგვეკიდა ხარკი?
1072–1089. ხარკი–1083.
1072–1089. ხარკი–1083.
40) დავით აღმაშენებელის წლები.
1089–1125 წწ.
1089–1125 წწ.
41) ერწუხის ბრძოლა– 1104წ.
42) დიდგორის ბრძოლა– 1121
43) თბილისის, დმანისის, ანისის და შირვანის შემოერთება– 1122, 1123, 1124.
44) ყივჩაღების ჩამოსახლება– 1118–1120 წ.
45) რუის–ურბნისის საეკლესიო კრება– 1103წ.
46) პირველი და მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობების წლები?
პირველი–1095–1099, მეოთხე 1202–1204
42) დიდგორის ბრძოლა– 1121
43) თბილისის, დმანისის, ანისის და შირვანის შემოერთება– 1122, 1123, 1124.
44) ყივჩაღების ჩამოსახლება– 1118–1120 წ.
45) რუის–ურბნისის საეკლესიო კრება– 1103წ.
46) პირველი და მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობების წლები?
პირველი–1095–1099, მეოთხე 1202–1204
47) რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ორ ლაშქრობას ჩვენთვის?
პირველის დროს 1099 წელს მოვიხსენით ხარკი თურქებისგან, მეორეს დროს 1204 წელს თამარმა დაარსა ტრაპიზონის იმპერია.
პირველის დროს 1099 წელს მოვიხსენით ხარკი თურქებისგან, მეორეს დროს 1204 წელს თამარმა დაარსა ტრაპიზონის იმპერია.
48) გიორგი მესამის წლები
1156–1184
1156–1184
49) დემნა უფლისწულის აჯანყება
1177 წელს. გიორგიმ ჩაახშო.
1177 წელს. გიორგიმ ჩაახშო.
50) თამარი თანამოსაყდრედ რომელ წელს დაისვა?
1178 წელს.
1178 წელს.
51) თამარ მეფის მეფობის წლები
1184–1210(1207,1213)
1184–1210(1207,1213)
52) რა თანამდებობის პირი იყო ყუთლუ–არსლანი და რა ჯანდაბას მოითხოვდა?
მეჭუჭრთლეთუხუცესი, მოითხოვდა რომ მეფეს ისანში აეგო კარავი(სასახლე) და ამ ორგანოს უნდა ეცნობებინა მეფესთვის კანონები, რომელიც მეფეს სისრულეში უნდა მოეყვანა
მეჭუჭრთლეთუხუცესი, მოითხოვდა რომ მეფეს ისანში აეგო კარავი(სასახლე) და ამ ორგანოს უნდა ეცნობებინა მეფესთვის კანონები, რომელიც მეფეს სისრულეში უნდა მოეყვანა
53) ვინ იყო თამარის პირველი და მეორე ქმარი?
პირველი– გიორგი რუსი, მეორე– დავით სოსლანი
პირველი– გიორგი რუსი, მეორე– დავით სოსლანი
54) შამქორის ბრძოლა და ბასიანის ბრძოლა როდის მოხდა?
შამქორი– 1195, ბასიანი–1203.
შამქორი– 1195, ბასიანი–1203.
55) როდის გააერთინა ჩინგიზ ყაენმა მონღოლური ტომები?
1206 წელს.
1206 წელს.
56) როდის გამოჩნდნენ პირველად მონღოლები და რომელი მეფის დროს(ჩვენთან)?
1220–1221, ლაშა–გიორგის დროს.
1220–1221, ლაშა–გიორგის დროს.
57) რუსუდანის მეფობის წლები?
1223– 1245 წწ.
1223– 1245 წწ.
58) რომელ წელს მოხდა ბრძოლა გარნისთან და ვის წინააღმდეგ ვიბრძოდით?
1225 წელს, ხორეზმშაჰ ჯალალედინთან.
1225 წელს, ხორეზმშაჰ ჯალალედინთან.
59) ვინ იყო დავით ულუ და დავით ნარინი?
ულუ–ლაშასი, ნარინი–რუსუდანის.
ულუ–ლაშასი, ნარინი–რუსუდანის.
60) დემეტრე მეორის წლები
1270–1289 წ.
1270–1289 წ.
61) გიორგის ბრწყინვალის წლები
1314–1346
1314–1346
62) რომელ წელს დაამარცხა გიორგიმ მონღოლთა სარდალი ორხანი?
1335 წელს და ამით გადავიგდეთ მონღოლური უღელი.
1335 წელს და ამით გადავიგდეთ მონღოლური უღელი.
63) თემურ ლენგის ლაშქრობები
1386, 1387, 1393, 1394, 1399, 1400, 1402, 1403
1386, 1387, 1393, 1394, 1399, 1400, 1402, 1403
64) გიორგი მერვის წლები
1446–1466
1446–1466
65) ჩიხორის ბრძოლა– 1463
66) ფარავნის ბრძოლა– 1465
67) ალექსანდრე დიდის(ჩვენთან ოღონდ) წლები– 1412–1442
68) საქართველოს დაშლა სამეფო სამთავროებად– 1490წელს.
69) უზუნ ჰასანის ლაშქრობები– 1477წელს
70) ამასიის ზავი– 1555წ.
71) ქართლის ოთხჯერ დალაშქვრა შაჰ თამაზის მიერ– 1541–1554 წწ
72) გარისის ბრზოლა– 1556წ.
73) შაჰ აბასის 4ჯერ ლაშქრობების წელი– 1614–1617წ
74) მარტყოფის ბრძოლა– 1625 25 მარტი.
75) მარაბდა– 1625 წლის 1 ივლისი
76) როსტომ ხანის წლები– 1632–1658 წლები
77) ბახტრიონის აჯანყება– 1660 წ.
78) სტამბის დაარსება– 1709 წელს
79) ვახტანგ მეექვსე ჯანიშინად– 1703 წ
80) ოსმალობა თბილისსში –1723–1735
81) თეიმურაზის და ერეკლეს კურთხევა ქრისტიანული წესით – 1745 წლის 1 ოქტომბერი.
82) ყირბულახის ბრძოლა– 1751 წელს.(აზატ ხანის წინააღმდეგ)
83) ირანს შევიწყვიტეთ ხარკი – 1749 წელს
84) ასპინძა– 1770წ
85) ლეკების თავდასხმები– 1774–1760წლები
86) გეორგიევსკის ტრაქტატი 1783 წელს
87) კრწანისის მარცხი – 1795 წელს(აღა მაჰმად ხანი)
88) მეფობის გაუქმება ქართლ–კახეთში – 1801 წელს
89) შეთქმულება რუსეთის წინააღმდეგ– 1832 წელს
90) იმერეთის გაუქმება– 1810 წელი,
91) სამეგრელოს გაუქმება– 1857–1867წ
92) სვანეთის– 1859 წ
93) აფხაზეთის– 1864
94) რუსეთ–იაპონიის ომი – 1904–1905
95) ოსმალების გამოჩენა მსოფლიო არენაზე– მეცამეტე საუკუნე(და მერე 1926 წლამდე იარსება ამ იმპერიამ)
96) ბიზანტიის იმპერიის დაცემა – 1453 წელი
97) ამერიკის აღმოჩენა– 1492 წელს, კოლუმბი
98) მარტინ ლუთერის 95 თეზისი– 1517 წელი.(რეფორმაცია)
99) პირველი შტატის დაარსება ამერიკაში – 1607 წელს
100) შტატების ოფიციალური შექმნა– 1776 წელი
101) ბასტილიის აღება– 1789 წლის 14 ივლისი
102) ხრესილის ბრძოლა– 1757 წელი(სოლომონ მეორე)
103) ნაპოლეონის დროს ბრძოლა ბოროდინო– 1812 წელი
104) ლაიპციგი– 1812 წელი
105) ვატერლოო– 1815 წელი
106) პირველი მსოფლიო ომის წლები – 1914–1918
107) იპრის ბრძოლა –1915 წელი(როცა გამოყენებული იქნა გაზი)
108) ბურჟუაზიული რევოლუცია რუსეთში – 1917 წლის თებერვალში
109) ბოლშევიკური რევოლუცია– 1917 წლის 25 ოქტომბერი
110) საქართველოს დამოუკიდებლოს გამოცხადება–1918 წლის 26 მაისი
111) საქართველოს ოკუპაცია – 1921 წლის 25 თებერვალი
112) საბჭოთა კავშირის არსებობის წლები – 1922– 1991
113) ფაშიზმის ფუძემდებელი იტალიაში – მუსოლინი
114) ესპანეთის სამოქალაქო ომი– 1936– 1939(ფრანკო)
115) მეორე მსოფლიო ომი– 1939–1945( 1941–1945 სამამულო ომად ითვლება რუსეთი და გერმანია ეომებოდნენ ერთმანეთს)
116) ცივი ომი – 1945–1990
117) ბერლინის კედელი– 1961–1990
118) კორეის ომი– 1950–1953
119) სუეცის კრიზისი– 1956
120) ვიეტნამის ომი– 1964–1975
121) კარიბის კრიზისი– 1962
122) ავღანეთის ომი– 1979–1989
123) ნატოს შექმნა– 1949 წელი
124) გაერო– 1945 წელი
125) ვარშავის პაქტი– 1955 წელი
126) საბჭოთა კავშირის მიერ მოწყობილი რეპრესიები– 1922–1924, 1927, 1937, 1948, 1951
127) რომელ წლებში მოღვაწეობდნენ თერგდალეულები?სამოციანებში
128) რომელ წელს ჩატარდა საქართველოში არჩევნები და ვინ გაიმარჯვა? 1990 წელს, მრგვალი მაგიდა– თავისუფალი საქართველო
129) რომელ წელს მოიწვიეს შევარდნაძე რუსეთიდან? –1992 წელს. და 1995 პრეზიდენტი გახდა
130) საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ვინ დაიწყო აჯანყებები პოლონეთში, საქართველოში, იუგოსლავიაში და რუმინეთში?ლეხ ვალენსა, კოსტავა და გამსახურდია, იმრე ნადი, ჩაუშესკუ
131) რომელ წელს იყო ქუჩუკ–კაინარჯის ზავი?– 1774 წელს, რუსეთსა და თურქეთს შორის
132) ბუქარესტის ზავი– 1812(იგივე რუსეთი და თურქეთი)
133) ყირიმის ომი– 1853–1856
134) ომარ ხანის შემოსევა– 1785 წ
135) ლევან მეორე დადიანი(ოდიში) წლები– 1611–1657
136) გურჯისტანის ვილაიეთის შექმნა– 1595წ
137) სტამბულის ზავი(ანუ ამასიის განმეორება)– 1590 წ
138) სან სტეფანოს დაზავება – 1878წ
139) რომელ წელს ხდება გერმანიაში პოპულარული ნაცისტური პარტია?– 1923 წ
140) რომელ წელს შეიჭრნენ არაბები საფრანგეთში და რა ქვია ბრძოლას, რომელშიც დამარცხდნენ– 732 წ, პუატიესთან ბრძოლა
141) ანიკეტის აჯანყება კოლხეთში– ძვ.წ. 69 წ
142) როდის დაიშალა კიევის რუსეთი წვრილ სამთავროებად – 1097
143) ვინ იყვნენ ჯებე და სუბუდაი?– მონღოლური სარდლები
144) საქართელოს პოლიტიკური პარტიები მეცხრამეტე საუკუნეში – ეროვნულ–დემოკრატები, სოციალ–დემოკრატები, სოციალ–ფედერალისტები
66) ფარავნის ბრძოლა– 1465
67) ალექსანდრე დიდის(ჩვენთან ოღონდ) წლები– 1412–1442
68) საქართველოს დაშლა სამეფო სამთავროებად– 1490წელს.
69) უზუნ ჰასანის ლაშქრობები– 1477წელს
70) ამასიის ზავი– 1555წ.
71) ქართლის ოთხჯერ დალაშქვრა შაჰ თამაზის მიერ– 1541–1554 წწ
72) გარისის ბრზოლა– 1556წ.
73) შაჰ აბასის 4ჯერ ლაშქრობების წელი– 1614–1617წ
74) მარტყოფის ბრძოლა– 1625 25 მარტი.
75) მარაბდა– 1625 წლის 1 ივლისი
76) როსტომ ხანის წლები– 1632–1658 წლები
77) ბახტრიონის აჯანყება– 1660 წ.
78) სტამბის დაარსება– 1709 წელს
79) ვახტანგ მეექვსე ჯანიშინად– 1703 წ
80) ოსმალობა თბილისსში –1723–1735
81) თეიმურაზის და ერეკლეს კურთხევა ქრისტიანული წესით – 1745 წლის 1 ოქტომბერი.
82) ყირბულახის ბრძოლა– 1751 წელს.(აზატ ხანის წინააღმდეგ)
83) ირანს შევიწყვიტეთ ხარკი – 1749 წელს
84) ასპინძა– 1770წ
85) ლეკების თავდასხმები– 1774–1760წლები
86) გეორგიევსკის ტრაქტატი 1783 წელს
87) კრწანისის მარცხი – 1795 წელს(აღა მაჰმად ხანი)
88) მეფობის გაუქმება ქართლ–კახეთში – 1801 წელს
89) შეთქმულება რუსეთის წინააღმდეგ– 1832 წელს
90) იმერეთის გაუქმება– 1810 წელი,
91) სამეგრელოს გაუქმება– 1857–1867წ
92) სვანეთის– 1859 წ
93) აფხაზეთის– 1864
94) რუსეთ–იაპონიის ომი – 1904–1905
95) ოსმალების გამოჩენა მსოფლიო არენაზე– მეცამეტე საუკუნე(და მერე 1926 წლამდე იარსება ამ იმპერიამ)
96) ბიზანტიის იმპერიის დაცემა – 1453 წელი
97) ამერიკის აღმოჩენა– 1492 წელს, კოლუმბი
98) მარტინ ლუთერის 95 თეზისი– 1517 წელი.(რეფორმაცია)
99) პირველი შტატის დაარსება ამერიკაში – 1607 წელს
100) შტატების ოფიციალური შექმნა– 1776 წელი
101) ბასტილიის აღება– 1789 წლის 14 ივლისი
102) ხრესილის ბრძოლა– 1757 წელი(სოლომონ მეორე)
103) ნაპოლეონის დროს ბრძოლა ბოროდინო– 1812 წელი
104) ლაიპციგი– 1812 წელი
105) ვატერლოო– 1815 წელი
106) პირველი მსოფლიო ომის წლები – 1914–1918
107) იპრის ბრძოლა –1915 წელი(როცა გამოყენებული იქნა გაზი)
108) ბურჟუაზიული რევოლუცია რუსეთში – 1917 წლის თებერვალში
109) ბოლშევიკური რევოლუცია– 1917 წლის 25 ოქტომბერი
110) საქართველოს დამოუკიდებლოს გამოცხადება–1918 წლის 26 მაისი
111) საქართველოს ოკუპაცია – 1921 წლის 25 თებერვალი
112) საბჭოთა კავშირის არსებობის წლები – 1922– 1991
113) ფაშიზმის ფუძემდებელი იტალიაში – მუსოლინი
114) ესპანეთის სამოქალაქო ომი– 1936– 1939(ფრანკო)
115) მეორე მსოფლიო ომი– 1939–1945( 1941–1945 სამამულო ომად ითვლება რუსეთი და გერმანია ეომებოდნენ ერთმანეთს)
116) ცივი ომი – 1945–1990
117) ბერლინის კედელი– 1961–1990
118) კორეის ომი– 1950–1953
119) სუეცის კრიზისი– 1956
120) ვიეტნამის ომი– 1964–1975
121) კარიბის კრიზისი– 1962
122) ავღანეთის ომი– 1979–1989
123) ნატოს შექმნა– 1949 წელი
124) გაერო– 1945 წელი
125) ვარშავის პაქტი– 1955 წელი
126) საბჭოთა კავშირის მიერ მოწყობილი რეპრესიები– 1922–1924, 1927, 1937, 1948, 1951
127) რომელ წლებში მოღვაწეობდნენ თერგდალეულები?სამოციანებში
128) რომელ წელს ჩატარდა საქართველოში არჩევნები და ვინ გაიმარჯვა? 1990 წელს, მრგვალი მაგიდა– თავისუფალი საქართველო
129) რომელ წელს მოიწვიეს შევარდნაძე რუსეთიდან? –1992 წელს. და 1995 პრეზიდენტი გახდა
130) საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ვინ დაიწყო აჯანყებები პოლონეთში, საქართველოში, იუგოსლავიაში და რუმინეთში?ლეხ ვალენსა, კოსტავა და გამსახურდია, იმრე ნადი, ჩაუშესკუ
131) რომელ წელს იყო ქუჩუკ–კაინარჯის ზავი?– 1774 წელს, რუსეთსა და თურქეთს შორის
132) ბუქარესტის ზავი– 1812(იგივე რუსეთი და თურქეთი)
133) ყირიმის ომი– 1853–1856
134) ომარ ხანის შემოსევა– 1785 წ
135) ლევან მეორე დადიანი(ოდიში) წლები– 1611–1657
136) გურჯისტანის ვილაიეთის შექმნა– 1595წ
137) სტამბულის ზავი(ანუ ამასიის განმეორება)– 1590 წ
138) სან სტეფანოს დაზავება – 1878წ
139) რომელ წელს ხდება გერმანიაში პოპულარული ნაცისტური პარტია?– 1923 წ
140) რომელ წელს შეიჭრნენ არაბები საფრანგეთში და რა ქვია ბრძოლას, რომელშიც დამარცხდნენ– 732 წ, პუატიესთან ბრძოლა
141) ანიკეტის აჯანყება კოლხეთში– ძვ.წ. 69 წ
142) როდის დაიშალა კიევის რუსეთი წვრილ სამთავროებად – 1097
143) ვინ იყვნენ ჯებე და სუბუდაი?– მონღოლური სარდლები
144) საქართელოს პოლიტიკური პარტიები მეცხრამეტე საუკუნეში – ეროვნულ–დემოკრატები, სოციალ–დემოკრატები, სოციალ–ფედერალისტები
Subscribe to:
Comments (Atom)