1. XX საუკუნის დასაწყისში აშშ-ში მიმდინარეობდა „მაიმუნის პროცესი“-ს სახელით ცნობილი სასამართლო, სადაც განიხილებოდა ჰქონდა თუ არა ახალგაზრდა ბუნებისმეტყველს სკოლაში დარვინის მოძღვრების სწავლების ნება.
2. უძველეს ნაშთად დღეს ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს 2001 წელს ჩადში, აფრიკაში აღმოჩენილ 7 მილიონი წლის წინანდელ „ჩადის საჰელანთროპუსს“, რომელსაც ზედმეტსახელი „ტუმაი“ მისცეს. მანა ჩამოართვა პირველობა მასზე 3-4 მილიონი წლით უფრო ახალგაზრდა ავსტრალოპითეკს, ზედმეტსახელად „ლიუსის„.
3. ადამიანის უძველესი სადგომები აფრიკის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა საქართველოში, დმანისში ( დაახლ. 1,8 მილიონი წლის წინანდელი), აგრეთვე ესპანეთში, ინდოეთში, ჩინეთში, ინდონეზიაში.
4. ქვის ხანა იყოფა სამად – ძველი ქვის ხანა, პალეოლითი; შუა ქვის ხანა, მეზოლოითი და ახალი ქვის ხანა, ნეოლითი.
5. ძვ. წ. XVII საუკუნეში ეგვიპტე დაიპყრეს აზიიდან მოსულმა გაურკვეველი წარმომავლობის ტომებმა – ჰიქსოსებმა.
6. ძვ. წ. XIV საუკუნეში ეგვიპტეში მეფობდა ფარაონი- რეფორმატორი, ამენხოტეპ IV რომელსაც ზოგი მეცნიერი მსოფლიოს „პირველ პიროვნებად“ აღიარებს. ამენხოტეპ IV-მ სცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც ეგვიპტელთა ურიცხვ ღვთაებას ერთი ღმერთი – ატონი ჩაენაცვლა. ამ ღვთაების სახელზე ააგო ქალაქი.
7. რამსეს II-ის მიერ ქადეშის მახლობლად ძვ. წ. 1274 წელს გადახდილი ბრძოლა ხეთებთან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლაა ძველ სამყაროში.
8. ახ. წ. VII ს-ში, არაბების მიერ მისი დაპყრობის შემდეგ ძველი ეგვიპტე , როგორც კულტურული და პოლიტიკური ფენომენი საბოლოოდ წყვეტს არსებობას. ძველ ეგვიპტელთა პირდაპირ მემკვიდრეებად დღევანდელ ეგვიპტეში კოპტები არიან მიჩნეულნი.
9. ძვ. წ. 539 წელს ბაბილონმა დაკარგა დამოუკიდებლობა, რადგან ის სპარსელებმა დაიპყრეს.
10. ასურეთის იმპერიის დაპყრობები: არამ-დამასკო(ძვ.წ. 732), ისრაელი (ძვ. წ. 722), ეგვიპტე (დროებით, ძვ.წ. 671), ურარტუ(ძვ.წ. 714), დაიმორჩილეს სავაჭრო სახელმწიფოს, ფინიკიის ქალქები (ტიროსი, სიდონი, ბიბლოსი), დაანგრიეს ბაბილონი (ძვ.წ.689), თავის მოხარკედ აქციეს კვიპროსი (ძვ. წ. 709).
11. ასურეთის სამხედრო ექსპანსია გრძელდებოდა მანამ, სანამ ახალბაბილონურმა სამეფომ და მიდიამ, სკვითების დახმარებით, ბოლო არ მოუღეს ასურეთის იმპერიას მისი ორივე დედაქალაქის – აშურისა(ძვ.წ. 614) და ნინევიის(ძვ.წ. 612).
12. ასურეთის იმპერიის ერთ-ერთი „გამოგონება“ იყო ხალხის მასობრივი დეპორტაცია და იძულებითი ასიმილაცია. ასურულ წყაროებში მოთხრობილია ისრაელის ხალხის დეპორტაციის ამბავი( ძვ.წ. 722).
13. ხეთებმა მეფე მურსალის სარდლობით ძვ. წ. 1531 წ. ბაბილონს მიაღწიეს და ხამურაბის დინასტიას ბოლო მოუღეს.
14. ურარტუს ძლიერების ხანაში აშენდა დღევანდელი სომხეთის დედაქალაქი ერევანი.
15. ძვ.წ. 590 წელს ურარტუს სამეფო გაანადგურეს მიდიელებმა, მისი მოსახლეობა კი ჩრდილოეთით გადასახლდა და ქართველურ ტოემბს შეერია.
16. ძვ.წ. 558 წელს სპარსულ-აქემენურ სამეფოს სათავეში აქემენის შთამომავალი კიროს II დიდი (ძვ.წ. 558-530), რომელმაც 550 წელს დაამარცხა მიდიელები.
17. ძვ.წ. 539 წელს კიროს II-მ დაიპყრო ბაბილონი და იქ გადმოსახლებული ებრაელები დააბრუნა სამშობლოში.
18. კიროს II-ის მემკვიდრის, კამბისეს II-ის( ძვ. წ. 530-522) დროს სპარსელებმა დაიპყრეს ეგვიპტე
19. ძვ.წ. 490 წელს გაიამრთა მარათონის ბრძოლა.
20. ძვ.წ. 480 წელს გაიმართა სალამინის საზღვაო ბრძოლა
21. ძვ.წ. 479 წელს გაიმართა პლატეასა და მიკალის კონცხთან საზღვაო ბრძოლა
22. ძვ.წ. 334 წელს ბერძნულ-მაკედონიური არმია შეიჭრა აქემენიანთა სახელმწიფოს საზღვრებში და რამდენიმე წელიწადში აქამენიანთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.
23. ძვ.წ. 814 წელს დღევანდელი ტუნისის ტერიტორიაზე დაარსდა ქალაქი კართაგენი, რომელსაც გადმოცემა ტვიროსის მეფის, პიგმალიონის სახელს უკავშირებს.24. ფინიკიელებს მიეკუთვნება გემთმშენებლობის ხელოვნების დახვეწა და მათი ერთ-ერთი გამოგონება ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის აღმოჩნდა – ანბანი.

25. ძველ საბერძნეთში სხვადასხვა სახის მმართველობას ვხვდებით, მაგრამ ბერძენი ფილოსოფოსები არც ერთს ემხრობიან. პლატონი თავის „სახელმწიფოშ“ გვთავაზობს იმ მოდელს, სადაც სპეციალურად შერჩეული და აღზრდილი ფილოსოფოსები განაგებენ ქვეყანას, ხოლო თუკიდიდე ერთგვარად შერული მოდელისკენ იხრება, რომელიც გარკვეული სახეცვლილებით განხორციელდა რომში და დღევანდელ დემოკრატიულ ქვეყნებში.
26. სპარტა შეიქმნა მომხდური დორიელების მიერ პელოპონესის დიდი ნაწილის დაპყრობის შედეგად.
27. სპარტას სათავეში ორი მეფე ედგა, რომლებიც სარდლის, მოსამართლისა და ქურუმის ფუნქციებს ასრულებდნენ. უმნიშვნელოვანეს საკითხთა გადაწყვეტაში მონაწილეობდა უხუცესთა საბჭო – გერუსია და სახალხო კრება. მაგრამ რეალურად ხელისუფლება ხუთი არჩევითი ეფორისაგან შემდგარ კოლეგიას ჰქონდა.
28. დრაკონის კანონები ჩამოყალიბდა ძვ. წ. 624 წელს ათენში.
29. ძვ.წ. VII საუკუნეში ცხოვრობდა „შვიდი ბრძენი“ : კორინთოს ტირანი პერიანდროსი, ათენელი სოლონი, ქილონ სპარტელი, მილეტელი თალესი, ბრიას პრიენელი, პიტაკოს მიტილენელი, კლებულოს ლინდოსელი.
30. ძვ.წ. 509 წელს კლისთენეს მიერ გატარებულმა რეფორმებმა საბოლოოდ დაამკვიდრა დემოკრატია ათენში.
31. ბერძნული კოლონიზაცია შავი ზღვის სანაპიროს შეეხო, მათი ორიენტირი საქართველოსაც შეეხო. მათ დაარსეს : ფაზისი(ქ.ფოთი), გიენოსი(ქ. ოჩამჩირესთან), დიოსკურია(ქ. სოხუმთან), დიდი პიტიუნტი(ბიჭვინთა). ასევე სავაჭრო დასახლება უნდა არსებულიყო ქობულეთ-ფიჭვნარის რაიონში.
32. ძვ. წ. VI-II საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში მიმოქცევაში იყო ადგილობრივთა მიერ მოჭრილი ვერცხლის ფული, რომელსაც „კოლხურ თეთრს“ უწოდებენ.
33. ძვ. წ. VII-IV საუკუნეებში კოლხეთი სამეფო დაყოფილი იყო სკეპტუხიებად.
34. ძვ.წ. VI ს. მიწურულს დარიოს I-მა ბოსფორის სრუტეზე ხიდი ააგო და ევროპაში გადავიდა სკვითების დასალაშქრად.
35. სპარსელებთან ომის დროს, ათენის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, შეიქმნა „საზღვაო კავშირი“, რომლის ხაზინა კუნძულ დელოსზე მდებარეობდა, რომელშიც მრავალი ზღვისპირა პოლისი გაერთიანდა. მას ზოგჯერ „დელლოსის კავშირსაც“ უწოდებენ.
36. პელოპონესის ომი მიმდინარეობდა ძვ.წ. 431-404 წლებში.
37. პელოპონენის ომის პირველ ეტაპს სპარტის მეფის სახელის მიხედვით არქიდამოსის ომი ჰქვია. ეს ეტაპი ათ წელიწადს გაგრძელდა და დასრულდა ძვ.წ. 421 წელს ნიკეასის ზავით.
38. პელოპონესის ომში ყველაზე მსხვილი სახმელეთო ბრძოლა გაიმართა მანტინეასთან. ამ ბრძოლაში სპარტელებმა არგოსელების კოალიცია დაამარცხეს.
39. პელოპონესის ომში ათენი დამარცხდა. ხანგრძლივმა საბრძოლო ოპერაციებმა გამოფიტა ომში დაპირისპირებული ორივე მხარე.

კონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-11 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით. წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლევან გორდეზიანი, ლალი ფირცხალავა, რევაზ გაჩეჩილაძე, ნოდარ ასათიანი.
1. ოსმალეთის ცხენოსან არმიას სიფაჰიებს უწოდებდნენ.
2. 1475 წელს ყირიმის ხანმა ოსმალეთს მორჩილება აღუთქვა.
3. 1514 წელს სულთანმა სელიმ I-მა ჩალდირანის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სეფიანთა ირანის ახლადშექმნილ სახელმწიფოზე.
4. 1517 წელს ოსმალებმა ეგვიპტე შემოიერთეს
5. სულეიმან I-ს (1520-1566) ევროპელები ბრწყინვალეს უწოდებდნენ, ხოლო თურქები კანონმდებელს.
6. 1526 წელს ოსმალებმა მოჰაჩის ბრძოლაში დაამარცხეს უნგრელები. ამის შემდეგ საუკუნეზე მეტხანს, უნგრეთი და ასევე ცენტრალური ევროპის რამდენიმე რეგიონი ოსმალეთის სამფლობელოებში მოექცა.
7. 1529 წელს ოსმალებმა ვენაზეც მიიტანეს იერიში, მაგრამ ცივმა ზამთარმა მათ ხელი შეუშალა ქალაქის აღებაში.
8. 1555 წელს ოსმალთა ქიშპი ირანთან ამისიის ზავით დროებით დასრულდა. ამ ზავით ორმა იმპერიამ სამხრეთ კავკასია, მათ შორის, საქართველო, ორად გაიყვეს. 9. 1535 წელს საფრანგეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო „მშვიდობის, მეგობრობის და ვაჭრობის“ ხელშეკრულება. საფრანგეთს ამიერიდან მუდმივი წარმომადგენელი ჰყავდა კონსტანტინოპოლში და კონსული – ალექსანდრიაში.
10. 1571 წელს ლეპანტოს (საბერძნეთის ნაპირებთან) საზღვაო ბრძოლაში ევროპელებმა პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ოსმალებზე. ამ ბრძოლაში მონაწილეობდა დიდი ესპანელი მწერალი სერვანტესი.
11. 1683 წელს ოსმალებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში ვენაზე, მაგრამ ევროპელებმა, პოლონეთის მეფე იან სობეისკის მეთაურობით, მოახერხეს მათი უკუგდება.
12. ევროპულმა სახელმწიფოებმა შექმნეს ე.წ. „საღვთო ლიგა“ ოსმალეთის წინააღმდეგ. დაიწყო „დიდი თურქული ომი“, რომელიც ოსმალეთისთვის არასახარბიელოდ წარიმართა. 1699 წლის კარლოვაცის ზავით ოსმალეთმა დათმო უნგრეთი და სხვა ევროპული ტერიტორიების ნაწილი.
13. პირველმა სეფიანმა შაჰმა ისმაილ I-მა (1501-1524) შეძლო ირანის გაერთიანება. ახალი სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა თავრიზი.
14. შაჰ თამაზ I მეფობდა – 1524-1576 წლებში.
15. 1538 წლისათვის შაჰ თამაზმა მოახერხა შირვანშაჰების სახელმწიფოს (დღევანდელი აზერბაიჯანის ნაწილი) განადგურება.
16. 1578 წელს ოსმალები შეიჭრნენ ირანში და პოზიციები გაიმყარეს სამხრეთ კავკასიაში.
17. შაჰ აბას I – 1587-1629 წწ.
18. ირანული არმიის რეფორმირებისათვის შაჰ აბასმა მოიწვია ინგლისელი ძმები ენტონი და რობერტ შერლები. მათთან ერთად დიდი როლი ითამაშა ქართული წარმოშობის ალავერდი ხან უნდილაძემ.
19. ომი სმალეთთან 1603 წელს განახლდა. ხანმოკლე შესვენებებით ამ ომმა 30 წელზე მეტხანს გასტანა და საბოლოო „საუკუნო“ ზავი დაიდო მხოლოდ შაჰ აბასის სიკვდილის შემდეგ, 1639 წელს.
20. შაჰ აბასმა 1603 წელს მოახერხა პორტუგალიელების განდევნა სპარსეთის ყურის კუნძულ ბაჰრეინიდან და 1622 წელს კუნძულ ჰორმუზიდან.
21. შაჰ აბასმა ირანის სატახტო ქალაქი ჩრდილოეთში მდებარე თავრიზიდან ირანის ცენტრალურ ნაწილში – ისფაჰანში გადაიტანა. მას „ქვეყნიერების სახეს“ უწოდებდნენ.
22. შაჰ აბას II – 1642-1666 წწ.
23. რუსული მატიანის მიხედვით, სლავურ ტომებს ქვეყნის სამართავად ვიკინგები მოუწვევიათ სამი ძმის – რიურიკის, სინეუსისა და ტრუვერის მეთაურობით. სწორედ რიურიკი ჩაუდგა სათავეში კიევის რუსეთს და საფუძველი ჩაუყარა რიურიკოვიჩების დინასტიას.
24. კიევის რუსეთი თავისი ძლიერების მწვერვალს აღწევს ვლადიმირ დიდის (980-1015) და იაროსლავ ბრძენის (1019-1054) დროს.
25. 988 წელს კიევის რუსეთში გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად.
26. 1237-1241 წლებში მონღოლებმა დაიპყრეს რუსული სამთავროები.
27. ნოვგოროდის მთავარმა ალექსანდრე ნეველმა მიაღწია მონღოლებთან შეთანხმებას და მათი მხარდაჭერით მოახერხა 1240 წელს მდ. ნევასთან შვედების დამარცხება.
28. ალექსანდრე ნეველმა 1242 წელს ჩუდის ტბაზე ბრძოლაში ტევტონთა ორდენის რაინდები დაამარცხა და ამ ბრძოლას „ყინულზე ხოცვა-ჟლეტა“ ეწოდა.
29. 1380 წელს კულიკოვოს ბრძოლაში, დიმიტრი დონელის სარდლობით რუსებმა დაამარცხეს მონღოლები.
30. 1382 წელს მონღოლებმა კვლავ დაიმორჩილეს რუსები.
31. ივანე III-ის ზეობისას რუსეთი მონღოლთა ბატონობისგან გათავისუფლდა. 1480 წელს მდ. უგრასთან პირისპირ მდგარი რუსული და მონღოლური ჯარები უბრძოლველად დაშორდნენ ერთმანეთს. ამ დაპირისპირებამ „უგრაზე დგომის“ სახელი მიიღო.
32. რუსეთის ცენტრალიზაციის პროცესი დასრულდა ივანე IV მრისხანეს (1547-1584) მეფობის პერიოდში. მან პირველად მიიღო „სრულიად რუსეთის მეფის“ ტიტული.
33. 1552 და 1556 წლებში ივანე IV-მ მოახდინა ყაზანისა და ასტრახანის სახანოების ანექსირება და ვოლგისპირეთი რუსეთს შემოუერთა.
34. ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვების მიზნით ივანე IV-მ წამოიწყო ხანგრძლივი, 24-წლიანი ომი შვედეთის, პოლონეთისა და ლიტვის კოალიციის წინააღმდეგ, რომელიც ლივონიის ომის სახელწოდებითაა ცნობილი და რომელიც რუსეთისათვის უშედეგოდ დამთავრდა.
35. ივანე მრისხანეს გარდაცვალებიდან სულ მალე დასრულდა რიურიკოვიჩების დინასტიის მეფობის ხანა. მას მოჰყვა არეულობები ქვეყანაში, ცნობილი ე.წ. „შფოთის დროის“ სახელით, სანამ 1613 წელს, რომანოვების ახალი სამეფო დინასტიის წარმომადგენელმა არ დაიკავა ტახტი.
36. რეჩ პოსპოლიტა ეწოდებოდა პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის დიდი საჰერცოგოს გაერთიანებულ სახელმწიფოს, რომელიც 1569 წელს შეიქმნა პოლონეთსა და ლიტვას შორის დადებული ლიუბლინის უნიის ხელშეკრულებით.
37. რეჩ პოსპოლიტას მართავდა არჩეული მონარქი და საერთო სეიმი. სატახტო ქალაქს კი წარმოადგენდა პოლონური ქალაქი კრაკოვი, XVII საუკუნის ბოლოს კი დედაქალაქი ვარშავა გახდა.
38. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ევროპულმა სახელმწიფოებმა და რუსეთმა სამჯერ დაიყვეს რეჩ პოსპოლიტა – 1772, 1793 და 1795 წლებში.
39. 1795 წელს გადადგა რეჩ პოსპოლიტას მეფე სტანისლავ ავგუსტი და ამით დასრულდა ამ სახელმწიფოს არსებობა.
40. პეტრე I მეფობდა – 1682-1725 წწ.
41. პეტრე I-მა 1700-1721 წლებში შვედების წინააღმდეგ აწარმოა დიდი ომი – „ჩრდილოეთის ომი“.
42. 1703 წელს რუსები დაეუფლნენ ციხესიმაგრე ნიენშანცს მდინარე ნევას შესართავთან. სწორედ აქ შეუდგა ის სანკტ-პეტერბურგის მშენებლობას.
43. 1709 წელს რუსულმა ჯარებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს შვედეთის არმიაზე პოლტავის ბრძოლაში
44. 1714 წელს რუსულმა ფლოტმა მოახერხა შვედების დამარცხება განგუტის ბრძოლაში.
45. 1721 წლის 22 ოქტომბერს(ახალი სტილით 2 ნოემბერს) პეტრე I-მა მიიღო „სამშობლოს მამის, სრულიად რუსეთის იმპერატორის, პეტრე დიდის„ ტიტული.
46. 1713 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო ადრიანოპოლის ხელშეკრულება, რითაც რუსეთმა დათმო შავ ზღვაზე გასასვლელი.
47. 1722 წელს პეტრე I-მა დაიწყო კასპიის(სპარსეთის ლაშქრობა).
48. XV საუკუნის ბოლოს კახეთის მეფეებმა სამეფო საერისთავოებზე უფრო მცირე ადმინისტრაციულ ერთეულებად – სამოურავოებად დაყვეს. კახეთის სამეფო ოთხ სადროშოდ, სამხედრო-ტერიტორიულ ერთეულად დაიყო, რომელსაც ეპისკოპპოსი მართავდა.
49. კახეთი განსაკუთრებით გაძლიერდა ალექსანდრე II-ის (1574-1605) მეფობის დროს.
50. ლუარსაბ I მეფობდა – 1527-1556 წწ.
51. სიმონ I მეფობდა – 1556-1600 წწ.
52. 1545 წელს იმერეთის მეფე ბაგრატი(1510-1565) და ქართლის მეფის გაერთიანებული ჯარი დამარცხდა ოსმალებთან სოხოისტასთან ბრძოლაში ერზურუმის პროვინციაში. ეს მარცხი იქცა სამცხე-საათაბაგოს საქართველოდან საბოლოოდ ჩამოცილების მომასწავებლად.
53. თეიმურაზ მეფის დედა ქეთევან დედოფალი როგორც ქართულმა მართმადიდებლურმა, ისე კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
54. თეიმურაზ მეფე 1663 წელს ირანში, ასტრაბადში გარდაიცვალა.
55. 1625 წლის 25 მარტს მარტყოფის ველზე ქართველებმა გიორგი სააკაძის დახმარებით დაამარცხეს ყიზილბალშთა ლაშქარი და სრულიად განდევნეს ქართლ-კახეთიდან ირანული ჯარები.
56. 1625 წელს მარაბდის ბრძოლაში ყიზილბაშებმა დაამარცხეს ქართველები, მაგრამ ვერ შეძლეს სრული კონტროლის დამყარება.
57. 1626 წელს ბაზალეთის ტბასთან ერთმანეთს თეიმურაზ მეფე და გიორგი სააკაძე დაუპირისპირდნენ. თეიმურაზ მეფემ გაიმარჯვა.
58. 1629 წელს გიორგი სააკაძე ოსმალო სულთნის კარის ინტრიგებს შეეწირა.
59. 1632 წლიდან სპარსეთსა და ქართლს შორის ურთიერთობის ახალი ფორმა დამყარდა. ამ დროიდან დაწყებული საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ქართლი იმართებოდა მუსლიმი ბაგრატიონების მიერ. ისინი ატარებდნენ „ვალის“ ტიტულს. მათგან პირველი იყო როსტომი(1633-1658), იგივე ხოსრო მირზა.
60. ვახტანგ V, იგივე შაჰნავაზი მეფობდა – 1658-1675 წწ.
61. 1659 წელს კახეთში დაიწყო დიდი ბახტრიონის აჯანყება. მას მეთაურობდა შალვა და ელიზმარ ქსნის ერისთავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი. ისინი ყიზილბაშებმა სიკვდილით დასაჯეს.
62. სამცხე-საათაბაგოს ოსმალეთის ბატონობის პერიოდში ჩილდირის საფაშო ეწოდა.
63. სეფიანთა ირანში ყულიებად გამუსლიმებული ქართველი სამხედრო ჭაბუკები იწოდებოდნენ.
64. 1588 წელს შაჰ აბას I-მა შექმნა პირადი დაცვა, რომელიც შედგებოდა 12 ათასი ქართველი მეომრისაგან. საერთო ჯამში ქართველთა კავალერიის რიცხვი სპარსეთის არმიაში 8 ათასიდან 40 ათასამდე აღწევდა.
65. რომში 1629 წელს დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი ქართულ-იტალიური ლექსიკონი, შედგენილი სტეფანო პაოლინის და ნიკიფორე ირბახის მიერ.
66. 1711 წელს სპარსეთის შაჰის ხელდასმით ქართლის მეფე ვახტანგ VI გახდა, ისლამზე მოქცევაზე უარის გამო ის საკმაო ხნის მანძილზე იმყოფებოდა მძველად ისფაჰანში.
67. 1714 წელს სულხან-საბა ლუი XIV-მ მიიღო ვერსალში.
68. 1722 წელს ავღანელებმა სეფიანთა სატახტო ქალაქი ისფაჰანი აიღეს. ათიოდე წელიწადში კი სეფიანთა დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.
69. „მყრელობა“ ეწოდებოდა ვახტანგ VI-ის მიერ გატარებულ რეფორმას, რომელიც ომიანობის შედეგად საკუთარი მიწებიდან გახიზნული გლეხების დაბრუნებას ისახავდა მიზნად.
70. 1737 წელს ვახტანგ VI გარდაიცვალა ასტრახანი.
71. 1709 წელს ვახტანგ VI-მ თბილისში დაარსა სტამბა ანთიმოზ ივერიელის დახმარებით. 1712 წელს გამოიცა „ვეფხისტყაოსანი“.
72. 1724 წ. რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო ე.წ. „განაწილების ხელშეკრულება“, რომლითაც მათ კავკასია დაიყვეს.
73. 1741 წელს ყიზილბაშებმა აღმოსავლეთ საქართველოში აღწერა ჩაატარეს და თითოეულ მამაკაცს ათი წლიდან გადასახადი დააკისრეს.
74. 1748 წელს ქართლ-კახეთმა უკანასკნელად გადაუხადა ხარკი ირანის შაჰს, გაუგზავნა მას ასი ქართველი მეომარი და რამდენიმე ქალი.
75. 1761 წელს თეიმურაზ II რუსეთში გაემართა დახმარების სათხოვნელად და იქვე გარდაიცვალა 1762 წელს. ის დაკრძალულია ვახტანგ VI-ის გვერდით.
76. 1774 წელს ერეკლე II-მ შექმნა ე.წ. „მორიგე“ ლაშქარი.
77. 1762 წელს ერეკლე II-ს ქერიმ ხანმა დიდძალი საჩუქრებით დატვირთული ელჩების პირით სთხოვა აზატ ხანის მასთან გაგზავნა, რომელიც ირანის ტახტზე აცხადებდა პრეტენზიას. ერეკლე დათანხმდა.
78. 1770 წელს ერეკლე II-მ ასპინძის ბრძოლაში დაამარცხა თურქები.
79. 1757 წელს ქართველებმა იმერეთის მეფე სოლომონ I-ის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ხრესილის ბრძოლაში ოსმალეთის წინააღმდეგ.
80. 1774 წელს ქუჩუკ-კაინარჯის ზავით, რუსეთი აღიარებდა ოსმალეთის სუვერენობას დასავლეთ საქართველოზე, მაგრამ ქვეყანა თავისუფლდებოდა ხარკისგან.
81. XVIII საუკუნის მიწურულს ირანში ხანგრძლივი შინაომები დასრულდა და აღა მოჰამად (მაჰმად) ხანმა გაიმარჯვა. მან დაუდო ახალ, ყაჯართა დინასტიას.
82. 1790 წელს სოლომონ ლიონიძის წყალობით დამყარდა სამხედრო-პოლიტიკური კავშირი ერეკლე II-ს, სოლომონ II-ს, გრიგოლ დადიანსა და სიმონ გურიელს შორის.
83. სოლომონ II მეფობდა 1789-1810 წწ.
84. 1795 წელს კრწანისის ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ ირანელებთან ბრძოლაში. ამის შემდეგ აღა მაჰმად ხანმა თბილის დაარბია.
85. 1798 წლის 11 იანვარს ერეკლე II გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი ვაჟი გიორგი XII, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე.
86. 1587 წელს რუსეთის ელჩებთან კახეთის მეფე ალექსანდრემ ხელი მოაწერა „ფიცის წიგნს“, რომლითაც რუსეთი კახეთის სამეფოს მფარველობას კისრულობდა. ხელშეკრულება 1589 წელს დაადასტურა რუსეთის ხელმწიფემ „წყალობის სიგელით“.
87. 1639 წელს თეიმურაზ მეფემ ხელი მოაწერა „ფიცის წიგნს“, რომელიც ფაქტობრივად იმეორებდა ალექსამდრე მეფის დროს ხელმოწერილ ანალოგიური სახელის ხელშეკრულებას.
88. 1699 წელს არჩილ მეფე რუსეთში გადასახლდა და მოსკოვის მახლობლად ვსესვიატსკოეში საკუთარ მამულში გარდაიცვალა.
89. 1783 წელს გეორგიევსკში ხელი მოეწერა „გეორგიევსკის ტრაქტატის“ სახელით ცნობილ ხელშეკრუელბას.
90. 1800 წლის მიწურულს ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში საბოლოოდ დაირღვა გეორგიევსკის ტრაქტატი და მალე ქართლ-კახეთი რუსეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილად გამოცხადდა.

კონსპექტები ისტორიაში მომზადებულია ისტორიის მე-11 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით. წიგნის ავტორები: ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლევან გორდეზიანი, ლალი ფირცხალავა, რევაზ გაჩეჩილაძე, ნოდარ ასათიანი. . I მსოფლიო ომის რეალური მიზეზი კოლონიების ფლობისათვის ძლიერი სახელმწიფოების მეტოქეობა და მსოფლიო ჰეგემონობისათვის ბრძოლაში სხვისი „წინგაშვების“ შიში იყო.
2. გერმანიამ 1898 წელს დაიწყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მშენებლობა.
3. 1904 წელს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გააფორმეს სამხედრო ხელშეკრულება, რომელსაც „ანტანტა“ ეწოდა( ქართულად გულითად შეთანხმებას ნიშნავს). საფრანგეთი უკვე 1893 წლიდან იყო ანტიგერმანულ სამხედრო კავშირში რუსეთთან.
4. 1907 წელს რუსეთმა და ბრიტანეთმა „ანგლო-რუსულ ანტანტის“ ხელშეკრულებით, გავლენის ზონებად გაიყვეს სპარსეთი და შუაში „ნეიტრალური ზონა“ დატოვეს, ავღანეთი ბუფერულ ზონად გამოაცხადეს, ხოლო ტიბეტზე უფლება ჩინეთს გადასცეს.
5. ავსტრია-უნგრეთის, ოსმალეთის, ბულგარეთის, იტალიის ალიანსს გერმანიასთან „ცენტრალური სახელმწიფოები“ ეწოდა.
6. 1914 წლის 28 ივნისს ტერორისტული ორგანიზაცია „შავი ხელის“ წევრმა, ბოსნიელმა გავრილო პრინციპმა სარაევოში ვიზიტად მყოფი ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე დახოცა. პრინცის მკვლელობა პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბი გახდა.
7. რეკომენდაცია: გაეცანით მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს 99-ე გვერდზე მოცემული ცხრილს – „I მსოფლიო ომის გამოცხადების ქრონიკა“. ავტორები: ნინო კიღურაძე, რევაზ გაჩეჩილაძე, გიორგი სანიკიძე.

საომარი მოქმედებები I მსოფლიო ომის პერიოდში
8. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანიის ჯარებმა შეძლეს ბელგიის გავლით საფრანგეთის ტერიტორიაზე შეჭრა. გერმანიის არმიის ეს წინსვლა ფრანგულ-ბრიტანულმა ძალებმა მდინარე მარნასთან, პარიზის მახლობლად, 1914 წლის შემოდგომაზე შეაჩერეს. იმავე წლის აგვისტოში რუსეთის ორი არმია შეიჭრა გერმანიაში, მაგრამ უკვე აგვისტოს ბოლოს მისი ერთი არმია გერმანელებმა მთილიანად გაანადგურეს, მეორე კი განდევნეს.
9. 1914 წლის 2 ნოემბერს რუსეთმა ოსმალეთს გამოუცხადა ომი, მას შემდეგ რაც ოსმალეთის ფლოტმა სამხედრო პროვოკაცია მოაწყო და დაბომბა შავი ზღვის რუსული ნავსადგურები.
10. 1915-16 წლებში რუსულმა ჯარებმა დაიპყრო ოსმალეთის მრავალი მნიშვნელოვანი ქალაქი. 1917 წელს რუსეთის გენშტაბი ამზადებდა შეტევას სტამბოლზე, მაგრამ ეს გეგმა ჩაშალა პეტროგრადში მომხდარმა რევოლუციებმა.
11. 1915 წლის თებერვალში ინგლისურმა საზღვაო ესკადრამ წარუმატებლად სცადა დარდანელის სრუტეში სამხრეთიდან შეჭრა. ამის შემდეგ დარდანელის სრუტის დასავლეთით მდებარე გალიპოლის ნახევარკუნძულზე ანტანტის ჯარების დიდი დესანტი გადასხდა დარდანელის სრუტის გახსნის იმედით. მაგრამ ოსმალთა ჯარებმა გერმანელი გენერალის ლიმან ფონ სანდერსის მეთაურობით ანტანტის ჯარები დაამარცხეს.
12. ახლო აღმოსავლეთის ფრონტებზე დიდი ბრიტანეთი ისევ გააქტიურდა 1916 წელს. იმ წელს მან აუჯანყა არაბები ოსმალეთს, 1917 წელს აიღო ბაღდადი და იერუსალიმი, 1918 წელს კი – დამასკო და ბეირუთი.
13. I მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს ტანკები, ავიაცია, წყალქვეშა ნავები და ქიმიური იარაღი(ქიმიურ იარაღს იპრიტი ეწოდა, რადგან ის ბელგიის ქალაქ იპრთან ბრძოლის დროს გამოიყენეს პირველად.).
14. 1915 წლის 7 მაისს გერმანულმა გემებმა ჩაძირეს ამერიკიდან ინგლისში მიმავალი ბრიტანული სამგზავრო გემი „ლუზიტანია“. დაიღუპა 1200-მდე სამოქალაქო პირი.
15. „ციმერმანის დეპეშა“ ისტორიაში შევიდა იმის გამო, რომ ამ დეპეშით გერმანია ცდილობდა მექსიკის ჩართვას აშშ-ს წინააღმდეგ ომში. ეს ამერიკულმა დაზვერვამ გამოაშკარავა.
16. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ფლოტების უდიდესი საზღვაო ბრძოლა გაიმართა სკაგერაკის სრუტეში იუტლანდის ნახევარკუნძულთან 1916 წლის 31 მაისს-1 ივნისს. სადაც გერმანული ფლოტი დამარცხდა მცირე დანაკარგით ბრიტანულ დანაკარგთან შედარებით.
17. 1916 წელს ვერდენის ბრძოლაში ორივე მხრიდან დაიღუპა ნახევარი მილიონიდან ერთ მილიონამდე ადამიანი. ამბრძოლას „ვერდენის ხორცსაკეპი“ ეწოდა.
18. 1917 წლის 15 დეკემბრის დაზავებით , რუსეთი მსოფლიო ომს საბოლოოდ გამოეთიშა. 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში დაიდო სეპარატული საზავო ხელშეკრულება გერმანიასა და საბჭოთა რუსეთს შორის.
19. 1917 წლის 5 აპრილიდან ცენტრალური სახელმწიფოების წინააღმდეგ ომში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაება.
20. 1918 წლის 11 ნოემბერს 11 საათზე ცეცხლი შეწყდა. ომი დამთავრდა. ზავი დაიდო პარიზის ახლოს, კოპიენის ტყეში საფრანგეთის მარშალ ფოშის საშტაბო მატარებლის ვაგონში.

რეოვოლუციები რუსეთში
21. 1917 წლის 3 მარტს(ახ. სტილით 16 მარტს) რუსეთის მეფე ნიკოლოზ II გადადგა.
22. 1917 წლის 1 სექტემბერს რუსეთი რესპუბლიკად გამოცხადდა.
23. 1917 წლის 6-7 ნოემბერს ღამით(ძველი სტილით 24-25 ოქტომბერს – ამიტომაც ეწოდა შემდგომ ამ მოვლენებს ოქტომბრის რევოლუცია) დაიწყო ბოლშევიკთა ამბოხი. იმავე თვეში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, სადაც ბოლშევიკები დამარცხდნენ და ყველაზე მეტი ადგილი სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ მიიღო.
24. 1917 წლის ნოემბერში პეტრდოგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭომ აიღო საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია და შექმნა სახალხო კომისართა საბჭო. საბჭოს თავმჯდომარე გახდა ვლადიმერ ლენინი.
25. 1918 წლის 6 იანვარს(ახ. სტილით 19 იანვარს) ბოლშევიკებმა სამხედრო ძალით დაშალეს დამფუძნებელი კრება. მალე ბოლშევიკთა პარტიამ სახელი შეიცვალა და მას რუსეთის კომუნისტური პარტია ეწოდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
26. რუსეთში მომხდარი რევოლუციების შემდეგ სამხრეთ კავკასიიდან გავიდნენ რუსული სამხედრო ნაწილები. 1917 წლის 19-24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ყრილობა და 22 ნოემბერს მან აირჩია საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული საბჭო.
27. 1918 წლის 10 თებერვლიდან 22 აპრილამდე სამხრეთ კავკასიას ნომინალურად მართავდა ამიერკავკასიის სეიმი (პარლამენტი), რომელშიც შევიდნენ1 1917 წლის ბოლოს რუსეთის დამფუძნებელ კრებაში სამხრეთ კავკასიიდან არჩეული დეპუტატები.
28. 1918 წლის 22 აპრილს თბილისში გამოცხადდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს – ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა. ფედერაციიდან პირველი გამოვიდა საქართველო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს, ასევე თბილისში 28 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა აზერბაიჯანმა და სომხეთმა.
29. თბილისში 1918 წლის დასაწყისში გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი.
30. 1919 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ყოფილ თავად-აზნაურობას ჩამოერთვა მიწის ნაწილი და დაურიგდა გლეხობას.
31. 1919 წლის თებერვალში ქვეყანაში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, სადაც მენშევიკებმა მოიპოვეს უმრავლესობა. მთავრობის თავმჯდომარედ კი ნოე ჟორდანია აირჩიეს.
32. 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია.
33. 1918 წლის 10 ივნისს თბილისში გერმანული ჯარი შემოვიდა, რაც საქართველო-გერმანიის შეთანხმებას პროტექტორატზე ადასტურებდა.
34. ბრიტანულმა სამხედრო ნაწილებმა 1920 წლის 9 ივნისს დატოვეს სამხრეთ კავკასია.
35. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმატებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 1920 წლის 7 მაისს მან რუსეთის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკასთან ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან გრიგოლ ურატაძემ მოაწერა. რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო.
36. 1920 წლის მიწურულს საქართველომ ვერ მოაგროვა აუცილებელი ხმები ერთა ლიგის წევრობისათვის. მან მხოლოდ ათი ხმა მოაგროვა, ხოლო ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უარი თქვა.
37. 1918 წლის დეკემბერში სომხეთის რესპუბლიკამ სცადა ძალით დაეკავებინა ლორე. ამას მოჰყვა სამხედრო კონფლიქტი, რომელშიც საქართველოს სამხედრო ნაწილებმა მძიმედ დაამარცხა სომეხი სამხედროები. მაგრამ ბრძოლები ანტანტის ზეწოლით მირებულმა დაზავებამ შეაჩერა.
38. 1920 წელს საბჭოთა რუსეთმა წარმატებას მიაღწია სამოქალაქო ომში. 28 აპრილს აღებულ იქნა ბაქო, 2 დეკემბერს კი ერევანი.
39. 1920 წლის შემოდგომაზე ქემალისტებმა(თურქებმა) დაამარცხეს სომხეთის არმია და 2 დეკემბერს ალექსანდროპოლში (დღევ. გიუმრი) მოაწერინეს ხელი კაბალურ ხელშეკრულებაზე სომხეთის მთავრობას.
40. „მეგობრობისა და ძმობის შესახებ“ მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად, საბჭოთა რუსეთი თანხმდებოდა, ეცნო თურქეთის საკუთრებად ყარსის ოლქი და ბათუმის ოლქის ართვინის ოკრუგი, მაგრამ ბათუმისა და მის რაიონს რუსეთი ითხოვდა.
41. 1921 წლის 13 ნოემბერს ყარსში საბჭოთა საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან საზღვრის შესახებ. ეს ხელშეკრულება არ გაბათილებულა და ჯერ კიდევ მოქმედებს.
42. 1921 წლის 16 თებერვალს დაბა შულავერში შეიქმნა საქართველოს „რევოლუციური კომიტეტი“(რევკომი), რომელმაც „საქართველოს აჯანყებული პროლეტარიატისათვის დასახმარებლად მოიწვია“ საბჭოთა რუსეთი, რომლის მე-11 არმია უკვე 15 თებერვალს სომხეთის მხრიდან შემოსული იყო საქართველოში.
43. 1921 წლის თებერვალში თბილისის მისადგომებთან, კოჯორ-ტაბახმელასთან, წითელ არმიას მედგარი სამხედრო წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდა, სანამ დედაქალაქს აიღებდა. 24 თებერვალს მთავრობამ თბილისი დატოვა, 17 მარტს კი ბათუმიდან საფრანგეთში გაიქცა.
44. 25 თებერვალს ბოლშევიკური არმია უბრძოლველად შევიდა თბილისში და იქ საბჭოთა ხელისუფლების დამყარება გამოაცხადა.
45. საქართველოს დამპყრობელ მე-11 არმიას სახელი გამოეცვალა და მას „კავკასიის განსაკუთრებული არმია“ ეწოდა.
46. 1922 წელს თბილისში ჩატარდა საქართველოს საბჭოების პირველი ყრილობა, რომელმაც მიიღო „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია“. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახდა საქართველოს საბჭოების ყრილობა.

I მსოფლიო ომის დასასრული. ომის შედეგები.
47. I მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოები 1919 წლის 18 იანვარს შეიკრიბნენ პარიზში საზავო კონფერენციაზე და დაიწყეს მოლაპარაკება მსოფლიო სამომავლო მშვიდობიანი მოწყობის თაობაზე.”
48. საფრანგეთის პრემიერ-მინისტირს, ჟორჟ კლემენსოს მთავარი დევიზი იყო – „გადმოვუბრუნოთ ჯიბეები ბოშებს“. საფრანგეთი თავისი მთავარი მეტოქის, გერმანიის მაქსიმალურად დასუსტებას ესწრაფვოდა.
49. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ ლოიდ ჯორჯი ევროპის კონტინენტზე „ძალთა წონასწორობის“ შენარჩუნების ტრადიციული ბრიტანული პოლიტიკით ხელმძღვანელობდა პარიზის კონფერენციაზე.
50. მსოფლიო წესრიგის დამყარების სრულიად ახლებური გეგმა ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტ ვუდრო უილსონს. ეს გეგმა ისტორიაში შევიდა უილსონის „14 პუნქტის“ სახელწოდებით. გეგმა „ერთა ლიგის“ შექმნას ითვალისწინებდა.
51. 1919 წლის 24 აპრილს პარიზის საზავო კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს ერთა ლიგის წესდება.
52. მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა გერმანიასთან ზავს ხელი მოაწერეს 1919 წლის 28 ივნისს, „სარაევოს გასროლის“ ხუთი წლის თავზე, ვერსალის სარკეებიანა დარბაზში. გერმანიისთვის მორალური თვალსაზრისით, განსაკუთრებით მძიმე იყო ვერსალის ხელშეკრულების 231-ე პარაგრაფი, რომელიც ომის გაჩაღებაში მხოლოდ გერმანიასა და მის მოკავშირე სახელმწიფოებს ცნობდა.
53. 1924 წლის ლოკარნოს (იტალია) ხელშეკრულებით(„რაინის საგარანტიო პაქტით“), გერმანია ცნობდა თავის ახალ დასავლეთის საზღვრებს და მათ ურღვეობას აღიარებდა.
54. ლიკარნოს ხელშეკრულების გაფორმებამ ხელი შეუწყო გერმანიის მიღებას ერთ ლიგაში 1926 წელს.
55. 1928 წელს აშშ-სა და საფრანგეთს შორის დადებული ბრიან-კეოლოგის პაქტით იგმებოდა ომი, როგორც პოლიტიკის წარმართვის საშუალება.
56. საბჭოთა რუსეთმა 1918-19 წლებში დაიპყრო უკრაინა და ბელარუი, 1920-21 წლებში კავკასიის რესპუბლიკები, 1940 წელს – ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.
57. 1922 წელს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის შეერთებული სამეფოს ნაწილში, კუნძულ ირლანდიაზე, შეიქმნა ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო – ეირე.
58. 1932 წელს საუდიანთა დინასტიის დამაარსებელმა აბდალაზიზ ას-საუდმა დაიპყრო მუსლიმთა წმინდა ქალები და გამოაცხადა საუდის არაბეთის შექმნა.

“თქვენი online რეპეტიტორი“ იწყებს ტესტების დადებას პერიოდულად ისტორიაში. გისურვებთ წარმატებებს
1. როდის მეფობდა ბაგრატ IV?
ა) 1027-1052 წწ
ბ) 1027-1092 წწ
გ) 1052-1072 წწ
დ) 1027-1072 წწ
ა) 1027-1052 წწ
ბ) 1027-1092 წწ
გ) 1052-1072 წწ
დ) 1027-1072 წწ
2. რომელია მალიქ-შაჰის მმართველობის პერიოდი?
ა) 1072-1092 წწ
ბ) 1062-1092 წწ
გ) 1029-1092 წწ
დ) 1027-1062 წწ
3. როდის გაიმართა დორილეას ბრძოლა ჯვაროსნებსა და თურქებს შორის?
ა) 1096 წელს
ბ) 1097 წელს
გ) 1099 წელს
დ) 1098 წელს
4. როდის ჩამოყალიბდნენ იმერეთის სამეფოსაგან დამოუკიდებელ სამთავროებად ოდიში, გურია და აფხაზეთი?
ა) 1550-იანი წლების დასასრულს
ბ) 1650-იანი წლების დასასრულს
გ) 1450-იანი წლების დამდეგს
დ) 1650-იანი წლების დამდეგს
5. როდის იმყოფებოდა საფრანგეთის სამეფო კარზე სულხან-საბა ორბელიანი ვახტანგ VI-ის ელჩად?
ა) 1717 წელს
ბ) 1714 წელს
გ) 1718 წელს
დ) 1709 წელს
6. როდის მეფობდა სოლომონ I?
ა) 1752-1784 წწ
ბ) 1751-1756 წწ
გ) 1752-1783 წწ
დ) 1762-1768 წწ
7. ვინ და როდის მოიწვია პირველად გენერალური შტატები საფრანგეთში?
ა) ნაპოლეონ ბონაპარტემ 1798 წელს
ბ) მარია მედიჩიმ 1614 წელს
გ) ფილიპე IV ლამაზმა 1302 წელს
დ) ლუი XVI-მ 1788 წელს
8. როდის მიიღო ინგლისის პარლამენტმა „ჰაბეას კორპუს აქტი“?
ა) 1679 წელს
ბ) 1689 წელს
გ) 1697 წელს
დ) 1690 წელს
9. როდის დაარსდა ამერიკის კონტინენტზე პირველი ინგლისური კოლონია ჯეიმსთაუნი?
ა) 1607 წელს
ბ) 1706 წელს
გ) 1617 წელს
დ) 1716 წელს
10. რას ითვალისწინებდა 1799 წლის კამპოფორმიოს ზავი საფრანგეთსა და ავსტრიას შორის?
ა) ავსტრია კარგავდა ტერიტორიებს იტალიაში (ვენეციის გარდა და აღიარებდა იქ შექმნილი ფრანგული რესპუბლიკის „შვილობილ რესპუბლიკებს„)
ბ) ავსტრიამ მიიღო ტერიტორიები იტალიაში (ვენეციის გარდა და გააუქმა იქ შექმნილი ფრანგული რესპუბლიკის „შვილობილი რესპუბლიკები“)
გ) ავსტრიამ შეინარჩუნა ტერიტორიები იტალიაში ვენეციასთან ერთად და გააუქმა იქ შექმნილი ფრანგული რესპუბლიკის „შვილობილის რესპუბლიკები“
დ) ავსტრიამ შეინარჩუნა ტერიტორიები იტალიაში (ვენეციის გარდა) და აღიარა იქ შექმნილი ფრანგული რესპუბლიკის „შვილობილი რესპუბლიკები“
11. როდის მიმდინარეობდა რუსეთ-ირანის I ომი?
ა) 1800-1812 წწ
ბ) 1804-1813 წწ
გ) 1804-1815 წწ
დ) 1806-1812 წწ
12. როდის ამოქმედდა საქართველოში მეფისნაცვლის ხელისუფლება?
ა) 1845 წელს
ბ) 1833 წელს
გ) 1832 წელს
დ) 1856 წელს
13. როდის მიმდინარეობდა გენუის კონფერენცია?
ა) 1922 წლის აპრილ-მაისში
ბ) 1921 წლის მარტში
გ) 1922 წლის თებერვალში
დ) 1920 წლის მაისში
14. როდის გაიმართა თეირანის კონფერენცია?
ა) 1944 წლის აპრილ-მაისში
ბ) 1945 წლის მაისში
გ) 1945 წლის 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე
დ) 1943 წლის 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე
15. როდის გაუქმდა ჩინეთში მონარქია?
ა) 1916 წელს
ბ) 1911 წელს
გ) 1917 წელს
დ) 1915 წელს
16. როდის გავიდა ადამიანი პირველად ღია კოსმოსში?
ა) 1963 წელს
ბ) 1961 წელს
გ) 1965 წელს
დ) 1966 წელს
17. როდის მიიღო კონგომ დამოუკიდებლობა ბელგიისაგან?
ა) 1956 წელს
ბ) 1960 წელს
გ) 1963 წელს
დ) 1961 წელს
18. როდის გააუქმეს ბიზანტიელებმა მეფობა ლაზიკაში?
ა) VII ს-ის II ნახევარი
ბ) VII ს-ის შუა წლებში
გ) VII ს-ის დამდეგს
დ) VII ს-ის I ნახევარი
19. როდის გამოჩნდნენ არაბები ქართლში?
ა) 654 წელს
ბ) 722 წელს
გ) 735 წელს
დ) 642 წელს
20. VIII საუკუნის დამდეგს ბიზანტიელები საქართველოში ფლობდნენ:
ა) პეტრას ციხეს
ბ) დსავლეთ საქართველოს
გ) აბაზგიას და აფშილეთს
დ) ტაო-კლარჯეთს