მეგობრობა არ არსებობს!
მეგობრობა არ არსებობს!
არსებობს დროებითი ადამიანური თანამშრომბლობა, რომელიც ორივე მხარეს აწყობს და არიან ამიტომ კარგად, როგორც კი უკეთესი გამოჩნდება ან რომელიმე მეგობარი გახდება უკეთესი ან დანარჩენები უარესები ყველაფერი მთავრდება, ეს არ არის მეგობრობა ეს არის მორალური თანამშრომლობა, ვიღაც ხომ გჭირდება გვერდით რომ გყავდეს იმისთვის რომ სხვებმა შენსკენ თითი არ გამოიშვირონ

მარტოსულიაო, ხოდა ამიტომ იკრიბებიან მარტოსულები ერთად და ამას მეგობრობას ეძახიან, სვამენ ერთად, ერთმანეთს უაზიარებენ ყველაფერს, რასაც მშობლებს ვერ ეტყვიან, აი ის რა მაგარი ნაშააო ან ის რა კარგი ბიჭიაო, ხოდა მოვა დრო და მათი ინტერესები ან შეიცვლება ან იკვეთება და აქ მთავრდება ყველაფერი, ხშირად შემხვედრია სიტუაცია როცა ადამიანები მეგობრობდნენ, მერე რაღაც მიზეზის გამო ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ, შემდეგ ორივემ “ახალი” მეგობრები დაკარგეს (ისევ საკუთარი ხასიათის გამო) და რა ექნათ? გაიაზრეს და მიხვდნენ ძველ მეგობართან დაბრუნება კეთილს და გულისხმიერს გამომაჩენსო სხვებში, ხოდა ადგნენ და ისევ ისეთი მაგარი მეგობრები გახდნენ რომ ფეისბუქზეც კი უმტკიცებენ ერთმანეთს დედმამიშვილობას. სინამდვილეში რა არი მეგობრობა – რა და ადამიანებს უგროვდებათ და აწვებათ სათქმელი რომელიც სხვადასხვა ადამიანზე უნდათ რომ თქვან მაგრამ ნებისმიერი ხომ არ გამოდგება საამისოდ, ხოდა იპოვიან ვიღაც თავისნაირს და მათ ხდიან თავიანთი დამპალი აზრების სანაგვეს, ყრიან და ყრიან შიგნით ისეთ ეპითეტებს, როგორიც მხოლოდ თავად შეეფერებათ და შემდეგ იგივეს ისმენენ “მეგობრისგან” მერე ასე “დაცლილები” და ბედნიერები ბრუნდებიან სახლში, სანაგვეებს იყენებენ ასევე სადმე წასასვლელად, და რა ჯობია ისეთ სანაგვეს, რომელიც შესაბამის მიმიკის მიღების შემთხვევაში ფულსაც კი გაძლევს? როგორც კი ვინმე უკეთესი ან უფრო მეტი ფულის პატრონი ტიპი გამოჩნდება და გაუჩნდებათ შანსი, რომ საპნის გარეშე მოახერხონ მათი ყურადღების მიქცევა თავს არ ზოგავენ ამისთვის… და მერე? მერე იწყება ისევ იგივე, ახალი სანაგვე და მასში ჩაგდებული ძელი “მეგობარი” და საბოლოოდ ამასობაში ვეღარ ახერხებენ თავი მოუყარონ საკუთარ დამპალ წლებს და მოახერხონ რაიმე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, აღარცერთი “სანაგვე” აღარ რჩება მათ გარშემო და ცრემლებს ყრიან მშობლებთან რომლებსაც ისტერიულად უწიოდნენ ან უყვიროდნენ როცა იმ მეგობრებთან ეჩქარებოდათ ან არ უნდოდათ შერცხვენილიყვნენ.
ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ალბათ გონებაში შემეწინააღმდეგებით, მინდა თქვენთვის გულდასაწყვეტი ახალი ამბავი გადმოგცეთ: ვინც ჯერ კიდევ გაუაზრებლად მოიხმართ ამ “სანაგვეებს” მოისროლეთ ისინი და იყავით მარტოსულები, ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ მარტო დარჩებით და არავინ არ იქნება თქვენს გვერდით, მარტოობაში ხალისის პოვნა გამომუშავებადი უნარია და ამას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ვისაც მოუწევს. დაიმახსოვრეთ, რომ მეგობრობა სინამდვილეში არ არსებობს, თუ თქვენ არ გაცვლით მათ, ისინი გაგცვლიან ერთ მშვენიერ დღეს და მაშინ უფრო მტკივნეული იქნება ეს ვიდრე ახლა გააზრებულად გაცლა.
